Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის განცხადებით, გორის ტერაქტის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
/ 25 ივლ.'05 / 15:58
"სივილ ჯორჯია"

1 თებერვალს, აფეთქებას გორში სამი
პოლიციელი ემსხვერპლა. ფოტო: როიტერი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 25 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები იდგენენ გორში 1 თებერვალს პოლიციის შენობის წინ მომხდარი აფეთქების უკან, რის შედეგადაც სამი ქართველი პოლიციელი დაიღუპა.

მის თქმით, სამართალდამცველებმა  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დააპატიმრეს ორი პირი, რომლებიც ამ ტერაქტის  განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილები. მერაბიშვილის თქმით, მესამე პირი, რომელიც  დაკავშირებულია აფეთქებასთან, ასევე დაკავებულია.

“ჩვენი ინფორმაციით, წელიწადნახევრის წინ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკმა ანატოლი სისოევმა შექმნა დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენი ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე იწვრთნებოდა... ამ ჯგუფმა განახორციელა ტერორისტული აქტი აქ, გორში“, განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, პირები, რომლებიც ამ ტერაქტის უშუალო შემსრულებლები არიან – გია ვალიევი და გია გასიევი – 17 ივლისს "ცხინვალის რეგიონში“ იქნენ დაპატიმრებულები. თუმცა მერაბიშვილს არ დაუკონკრეტებია მათი დაკავების ზუსტი ადგილი.

მინისტრის განცხადებით, პოლიციამ ასევე დააკავა იოსებ კოჩიევი,  რომელმაც, სავარაუდოდ, მიიყვანა პოლიციის შენობასთან ის მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩამონტაჟებული.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, იგი 25 ივლისს დილით შეხვდა რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს და საგამოძიებო მასალები გადასცა.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო რუსეთის ელჩისთვის და სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის გადამეცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ქართველი სამართალდამცავები დივესრანტთა ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირებას ახდენენ, რომლებიც მერაბიშვილის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურების მიერ არიან მომზადებულები.

“ჩვენ გავარკვიეთ იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ამჟამად ძებნაში არიან: ანდრეი ზასიევი, ვალერი კოზაევი, არტურ კოზაევი, ალექსანდრე ცხოვრებოვი, ალექსანდრე ბეჟანოვი, ვლადიმერ ფუხაევი“, განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ეჭვმიტანილები არიან გასულ წელს შიდა ქართლში საბოტაჯის რამოდენიმე შემთხვევის განხორციელებაში, მათ შორის 2004 წლის ოქტომბერში მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე "ქართლი 2“-ზე აფეთქების მოწყობაში; ორი ელექტროგადამცემი ანძის აფეთქებაში;  კასპის რაიონში სარკინიგზო მონაკვეთისა და 2004 წლის ნოემბერში ხაშურის რაიონში მდებარე ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის რადიოგადამცემი სადგურის აფეთქებაში.

"მინდა იმედი გამოვთქვა, რომ რუსული მხარე ყველა ამ ეჭვმიტანილს გადმოგვცემს, რომელთაც დაგეგმეს და მონაწილეობა მიიღეს ამ [გორის] და სხვა ტერორისტულ აქტებში [შიდა ქართლში]“, განაცხადა მერაბიშვილმა.

ჯერ–ჯერობით რუსეთის ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ ვანო მერაბიშვილის საპასუხო კომენტარები.

“ასევე დადასტურებულია, რომ რუსეთი პირდაპირ არის ჩართული დივერსანტთა ჯგუფების გაწვრთნასა და მომზადებაში, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 120 პირს ითვლის“, განაცხადა 25 ივლისს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.

1 თებერვლის გორის ტერაქტის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლითაც მომხდარში საქართველოს "მტრები“ და "მშვიდობის მოწინააღმდეგე ძალები“ დაადანაშაულა. თუმცა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და აწ გარდაცვლილმა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გორის ტერორისტულ აქტთან სამხრეთ ოსური კავშირი იმთავითვე უარყვეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22