Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლიუბლიანაში შსკ–ს შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა
/ 18 ნოე.'05 / 17:59
"სივილ ჯორჯია"

რუსეთის მოულოდნელი ინიციატივა საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების შეხვედრის თაობაზე ქართულმა მხარემ არა მარტო უარყო, არამედ მკაცრად დაგმო იგი 15-16 ნოემბერს ლუბლიანაში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე.

ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ორდღიანი შეხვედრა სლოვენიის დედაქალაქში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის ინიციატივით გაიმართა.

"ეს იყო ყველაზე გრძელი და ყველაზე უნაყოფო მოლაპარაკებები“, - განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ ჟურნალისტებს. 

მოლაპარაკებები, რომელსაც თან ახლდა სიტყვიერი ომი გიორგი ხაინდრავას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრს ბორის ჩოჩიევს შორის, 16-17 ნოემბერს გვიან ღამით დასრულდა. ქართული მხარის პროტესტი მოლაპარაკებებზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მხარეებმა დაჟინებით მოითხოვეს შეხვედრის დასკვნით ოქმში შეეტანათ დებულება სოჭში ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ პუტინის, ასევე სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერების, ედუარდ კოკოითის და თეიმურაზ მამსუროვის მონაწილეობით.   

მოლაპარაკებებზე რუსული მხარის წარმომადგენელმა ვალერი კენიაიკინმა განაცხადა, რომ ამგვარი შეხვედრა "ახალ იმპულსს შესძენს მოლაპარაკებების პროცესს“.

ქართული მხარის მიერ ამ ინიციატივაზე უარის თქმა სავსებით მოსალოდნელი იყო. თბილისი ამაოდ ცდილობს მოლაპარაკებების არსებული ოთხმხრივი ფორმატის შეცვლას. ოფიციალური თბილისი მას აღწერს როგორც ფორმატს, სადაც "სამი ერთის წინააღმდეგ“ გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მხარე შსკ-ს ფარგლებში რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის მხარეებს უპირისპირდება. ამდენად, ქართულმა მხარემ მკაცრად დაგმო წინადადება ანალოგიურ ფორმატში მაღალი დონის მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.

"ეს პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად არასწორი და მიუღებელი წინადადებაა“, - განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 17 ნოემბერს.

"ჩვენ არ ვაპირებთ თანასწორობის ნიშანი დავსვათ ჩვენს პრეზიდენტსა და კოკოითს შორის. თუ მათ [რუსულ მხარეს] სურთ თავიანთი პრეზიდენტი კოკოითს გაუთანაბრონ, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 17 ნოემბერს ჟურნალისტებს. 

სანაცვლოდ, თბილისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის შეხვედრის ინიციატივით გამოდის. შსკ-ს წინა შეხვედრების დროს მონაწილე მხარეები, მოსკოვისა და ცხინვალის ჩათვლით, რამდენჯერმე შეთანხმდნენ, რომ ამგვარ შეხვედრას ჩაატარებდნენ, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.

სამხრეთ ოსეთის მხარე ამ ეტაპზე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეუძლია მხოლოდ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს იური მოროზოვს შეხვდეს. 

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 17 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი არ გამართავს მოლაპარაკებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან იმ მოტივით, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი "თანასწორი რანგის ოფიციალური პირები" არ არიან.

"ვფიქრობ, რომ ქართულ-ოსური მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე შესაძლებელია მხოლოდ თანასწორი რანგის მქონე ოფიციალურ პირებს შორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მე კი არ უნდა შემხვდეს, არამედ სამხრეთ ოსეთის პრემიერს იური მოროზოვს. ერთხელ ჩვენ უკვე წავედით კომპრომისზე და მე შევხვდი საქართველოს [გარდაცვლილ] პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას [გასული წლის ნოემბერში], რათა გვეჩვენებინა, რომ ჩვენ [სამხრეთ ოსეთის მხარე]  მზად ვართ დიალოგისთვის“, - განაცხადა ედუარდ კოკოითმა.

ამგვარმა ვითარებამ უბიძგა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თბილისის პოზიცია. კერძოდ, შსკ-ს სხდომამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფორმატის შეცვლა საჭიროა.

"ოსური და რუსული მხარეების დესტრუქციული პოზიცია პრაქტიკულად არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რაიმე რეალური შედეგი მივიღოთ“, - დასძინა მან.

საქართველოს სურს ეუთოს, ევროკავშირის და აშშ-ს, როგორც სრულუფლებიანი წევრების ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში. 

"შსკ-ს ჩარჩოებში არათუ რაიმე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, არამედ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გახორციელებაზეც კი პრობლემებია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენ მიერ წარდგენილი გეგმის აუცილებლობას  – შსკ-ს ფორმატის გაფართოებას და მასში აშშ-ს, ევროკავშრის უფრო აქტიური მონაწილეობის საჭიროებას, მნიშვნელოვანია ასევე ეუთოს როლი იყოს უფრო მაღალი“, - განუცხადა ჟურანლისტებს 18 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16