Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს შესახებ ეუთოს მინისტერიალის განცხადება სამხრეთ ოსეთზე ამახვილებს ყურადღებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 დეკ.'05 / 11:37
"სივილ ჯორჯია"

6 დეკემბერს ლუბლიანაში გამართულ სხდომაზე ეუთოს მინისტრთა საბჭომ ერთხმად მიიღო განცხადება საქართველოს შესახებ, რომელშიც გამოხატულია მხარდაჭერა თბილისის "ბოლოდროინდელ წინადადებაზე“ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. თბილისი მიესალმა ამ განცხადების მიღებას, რომელსაც ეუთოს 55 წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა, დაუჭირა მხარი და მას წარმატება უწოდა.

ამ განცხადების მიღებამდე საქართველოს და რუსეთის დელეგაციებმა, რომელთაც საგარეო საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობდნენ, კონსულტაციები გამართეს, სადაც ძირითადად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხი განიხილეს.

თბილისი და მოსკოვი ვერ თანხმდებოდნენ ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივების ვერსიებზე. რუსული მხარე აცხადებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოქტომბერში გაჟღერებული სამოქმედო გეგმა არ ემთხვეოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2004 წლის სექტემბერში გაეროს განერალური ასამბლეის სხდომაზე გაჟღერებულ "სამეტაპიან“ სამშვიდობო გეგმას. თუმცა, ქართული მხარის განცხადებით, თბილისის მიერ წარდგენილი ყველა გეგმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადებებს შეესაბამება, თუმცა იმ სხვაობით, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი გეგმა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების დეტალურ ვადებს ითვალისწინებს.  

ეუთოს მინისტერიალის მიერ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენ მივესალმებით ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით და გვჯერა, რომ ბოლოდროინდელი წინადადებები, კერძოდ სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სხდომაზე [2004 წლის სექტემბერში] წარდგენილ ინიციატივებს ეყრდნობა და რომელსაც მხარეები უჭერენ მხარს, გახდება საფუძველი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა“.

ქართული მხარის განცხადებით, "ბოლოდროინდელი წინადადება“ არის პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელის მიერ ოქტომბერში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გააჟღერებული ინიციატივა, რომელიც იმ მიზნებსა და ქმედებებს შეიცავს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს, რათა საბოლოო მოგვარებას 2006 წლის ბოლოსთვის მიაღწიოს.

თუმცა, განცხადება ასევე შეიცავს პუნქტს, რომელიც ხაზს უსვამს მოლაპარაკებების არსებული ფორმატის ეფექტურობის ზრდის საჭიროებას შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს.

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ მოლაპარაკებების არსებული მექანიზმების, მათ შორის შერეული საკონტროლო კომისიის ეფექტურობის ზრდის საჭიროებას და ამ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების სრულ განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის სამშვიდობო გეგმის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლაა მასში აშშ-ს, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლების, როგორც სამშვიდობო პროცესის სრულუფლებიანი წევრების ჩართვის გზით. მოსკოვი, ისევე როგორც სამხრეთ ოსური მხარე, არსებულ ფორმატის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

დოკუმენტი ასევე უსვამს ხაზს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის შეხვედრის საჭიროებას. ნოემბერში ლუბლიანაში გამართული შსკ-ს სხდომის დროს რუსული და სამხრეთ ოსური მხარეები გამოვიდნენ წინადადებით გაიმართოს საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერების მონაწილეობით, ნაცვლად მოლაპარაკებებისა ნოღაიდელსა და კოკოითს შორის. თბილისმა დაგმო ეს წინადადება და მას "არაკონსტრუქციული“ უწოდა.  

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში "სამშვიდობო პროცესის პოზიტიური დინამიკა დაირღვა ძალისმიერი ქმედებების გამო“. 

განცხადება მოუწოდებს მხარეებს შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები სამხრეთ ოსეთში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, კერძოდ, მიიღონ ზომები "კონფლიქტის ზონის სასწრაფო და სრული დემილიტარიცაზიის მიზნით“.

2002 წლის პორტოს გადაწყვეტილების შემდეგ ეუთოს მინისტერიალს საქართველოს შესახებ განცხადება არ მიუღია კონსენსუსის უქონლობის გამო, თუმცა წელს მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა, რადგან რუსეთმა მხარი დაუჭირა განცხადებას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34