Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაღაფში კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობ ფაქტორებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 იან.'06 / 10:38

გაეროს უშიშროების საბჭოს მისამართით გაგზავნილ წერილში აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმის „სამოქმედო გეგმა“ გააჟღერა, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას დაეხმარება, იტყობინება „აფსნიპრესი“.

სერგეი ბაღაფშის თქმით, საომარი მოქმედებების განუახლებლობის საერთაშორისო გარანტიები კონფლიქტის მოგვარების პროცესის არსებითი ნაწილი უნდა გახდეს.

„აფხაზური მხარე უნდა დარწმუნდეს, რომ მას არ დაესხმება თავს ქართული მხარე... კონფლიქტის მხარეთა ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებით იქნება გამაგრებული, დოკუმენტში [შეთანხმებაში] უნდა იქნას ჩადებული“, - აცხადებს ბაღაფში წერილში.   

კონფლიქტის მოგვარების მეორე ნაბიჯად ბაღაფშმა აფხაზეთიდან „საერთაშორისო იზოლაციის“ სტატუსის მოხსნა დაასახელა.

„კონფლიქტის მოგვარებას აფერხებს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაცია, მათ შორის საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციის არარსებობა დანარჩენ სამყაროსთან... ამ შეზღუდვების მოხსნა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას“, - განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ უნდა შეაჩეროს „მტრული პროპაგანდა“ და კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა, ასევე დსთ-ს ეგიდით განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების დისკრიმინაცია.

ბაღაფშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სოხუმის მზადყოფნა განაგრძოს მოლაპარაკებები სოჭის შეთანხმების განხორციელების მიზნით. 2003 წლის სოჭის შეთანხმება ითვალისწინებს დევნილთა დაბრუნებას, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას.

„ამ პროექტებს შესაძლოა დაემატოს ახალი, ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური პროექტები“, - განაცხადა ბაღაფშმა.

თუმცა, მან ასევე გაუსვა ხაზი სოხუმის მტკიცე პოზიციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მზად არის „ცივილიზებული მოლაპარაკებები გამართოს ნებისმიერ საკითხზე, გარდა აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსისა, რადგანაც ეს საკითხი უკვე განისაზღვრა 1999 წლის რეფერენდუმით“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22