Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი კრემლის "უნივერსალურობის“ პოლიტიკის გამო შეშფოთებულია
/ 2 თებ.'06 / 17:17
სივილ ჯორჯია

თბილისი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის იმ "უცაბედი“ და "შემაშფოთებელი“ შეცვლის გამო, რაც პრეზიდენტ პუტინის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებში გამოვლინდა და ასევე რუსეთის პოზიციის გამო გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის შესახებ 31 იანვარს გამართული განხილვების დროს. 

31 იანვარს კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "გაყინული კონფლიქტების“ მოგვარების დროს "უნივერსალური პრინციპების“ გამოყენებაა საჭირო და პოსტ-საბჭოთა სივრცეში კონფლიქტების მოსაგვარებლად კოსოვოს მოდელი გამოდგება.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ კოსოვოს, შესაძლებელია, სრული დამოუკიდებლობა მიენიჭოს, რატომ უნდა ვუთხრათ ამაზე უარი აფხაზეთს, ან სამხრეთ ოსეთს?.. ჩვენ ვიცით, მაგალითად, რომ თურქეთმა აღიარა ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა. იმის თქმა არ მინდა, რომ რუსეთი მაშინვე აღიარებს აფხაზეთს, ან სამხრეთ ოსეთს როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებს, თუმცა ამის პრეცედენტები უკვე არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 31 იანვარს.

იმავე დღეს ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთზე. თუმცა, წინა რეზოლუციებისგან განსხვავებით, ბოლო რეზოლუცია შეიცავდა მხოლოდ ერთ დებულებას საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის 31 მარტამდე გაგრძელების თაობაზე.

წინა რეზოლუციები, გარდა მანდატის გაგრძელებისა, ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და "ძლიერ მხარდაჭერას“ უცხადებდა დოკუმენტს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვის ძირითადი პრინციპების თაობაზე.  ე.წ. "ბოდენის დოკუმენტი“ 2000 წელს შემუშავდა და საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს.

"როგორც ჩანს, რუსეთმა... უცებ გადაწყვიტა პოზიცია შეიცვალოს... გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა რუსეთში გადაწყვიტეს აღარ დაუჭირონ მხარი კონფლიქტის მოგვარების მთავარ პრინციპს - საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის პრინციპს. შედეგად, ხსენებაც აღარ არის ე.წ. ბოდენის დოკუმენტის -  თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვის ძირითადი პრინციპების თაობაზე“, - განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა რევაზ ადამიამ 31 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთს, რომელიც აქამდე თითქოსდა თავს იკავებდა საქართველოში არსებულ სეპარატისტულ კონფლიქტებზე თავისი ნამდვილი პოზიცია დაეფიქსირებინა, კოსოვოს საქმე ძლიერ არგუმენტს მისცემს, რათა თავისი "უნივერსალური პრინციპების“ პოლიტიკა გაატაროს. 

"აქამდე რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ  სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე ჭოჭმანობდა და ამის მიზეზი გაურკვეველი იყო. ახლა კი პუტინის სიტყვებით დადასტურდა რა იყო რუსეთის ჭოჭმანის მიზეზი“, - განუცხადა ექსპერტმა დავით აფრასიძემ "სივილ ჯორჯიას“.

"იმ შემთხვევაშიც კი თუ კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული, ჩვენ ახლა დანამდვილებით ვიცით, თუ რა უნდა რუსეთს“,– განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ რუსეთმა დაინახა ის დინამიკა, რომ სერბეთის სახით, გარკვეულწილად, დაკარგა მოკავშირე, ამიტომ ყურადღება გადააქვს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 31 იანვარს ლონდონში კოსოვოს საკითხზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ჩვენ დასავლელ პარტნიორებს“ ჯგუფიდან, რომელიც აშშ-ს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და იტალიას აერთიანებს, სურდათ საბოლოო გადაწყვეტილებაში ჩაეწერათ, რომ კოსოვოს საკითხის დარეგულირება არ შექმნის პრეცედენტს სხვა კონფლიქტების გადაწყვეტისთვის.

"ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ და შედეგად, ასეთ პოზიციას დოკუმენტი არ შეიცავს“, – განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 31 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოსოვოს მოგვარებას "ძალიან ფრთხილი მიდგომა“ სჭირდება, რაც ვერ გახდება მოდელი სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად.

თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კოსოვო სახიფათო პრეცედენტი იქნება საქართველოს მცდელობების გზაზე აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

"პრინციპში, არა აქვს მნიშვნელობა იმის თქმას, რომ კოსოვოს საკითხი განსხვავდება აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთისგან. ეს [კოსოვოს პრეცედენტი] მაინც უქმნის საფრთხეს საქართველოს“, - განაცხადა დავით აფრასიძემ.

"ეს ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს. კოსოვოს შემთხვევა აფხაზებს და ოსებს გაუჩენს მოთხოვნას და ეს ბუნებრივიც იქნება, რადგან იქნება ამის პრეცედენტი. მეორე მხრივ, აშშ-ს და სხვა დასავლელ პარტნიორებს არ სურთ, რომ კოსოვომ სხვა პრეცედენტები შექმნას“, - განუცხადა პოლიტიკურმა მიმოხილველმა შალვა ფიჩხაძემ "სივილ ჯორჯიას“.

თუმცა, სხვები შიშობენ, რომ დასავლური ქვეყნების ეს მხარდაჭერა სამუდამოდ არ გაგრძელდება.

"დღეს ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, რადგანაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, თუმცა ეს მხარდაჭერა სამუდამოდ გარანტირებული არ არის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ კოსოვოს შემთხვევას, რომელსაც, სავარაუდოდ, სულ მალე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "სივილ ჯორჯიასთან“ ინტერვიუში გასული წლის ნოემბერში.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17