ქართული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გურამ ჩალაგაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა. მის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
28 წლის გურამ ჩალაგაშვილს ამჟამად ცსკ-ს მდივნის თანამდებობა უკავია.
ცსკ-ს თავმჯდომარის თანამდებობა 2005 წლის დეკემბრიდან ვაკანტურია, მას შემდეგ რაც ყოფილი თავმჯდომარე გია ქავთარაძე იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.