Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიციამ ლევან კალაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააპატიმრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 თებ.'06 / 18:58

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ დაკავებულია ოთხი პიროვნება, რომლებიც ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები.

"16 იანვარს ლევან ცინცაძე დააპატიმრეს სანკტ-პეტერბურგში საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე... 10 იანვარს დავით ასათიანი დააპატიმრეს შვეიცარიაში ასევე ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე. 17 თებერვალს მერაბ ამოსულაშვილი იქნა დაპატიმრებული ქართული პოლიციის მიერ [საქართველოში]... დღესვე დაპატიმრებული იქნა თემურ გაგიძე საფრანგეთში. ყველა ეს პიროვნება ეჭვმიტანილია 2001 წლის 29 მაისს ფულის გამოძალვის მიზნით ლევან კალაძის გატაცებაში. ისინი არიან ასევე ეჭვმიტანილები [ლევან კალაძის] მკვლელობაში“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვამი 7 იანვარს აღმოაჩინა და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული დნმ-ის ტესტის პასუხმა დაადასტურა, რომ ეს იყო ლევან კალაძის გვამი.

თუმცა სამართალდამცველთა განცხადებით, კალაძე მისი გატაცებიდან ერთ თვეში იქნა მოკლული.

გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, პირველად ლევან კალაძის გვამი 2001 წლის ივლისში იპოვეს, მაგრამ სამართალდამცავთა "დაუდევრობის" გამო მისი იდენტიფიკაცია არ მომხდარა. "გენერალური პროკურატურა დაუდევრობის ფაქტს ცალკე გამოიძიებს", – დასძინა ადეიშვილმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2026, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
188