Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სატელევიზიო სიუჟეტი შსს-ს ინფორმაციას გახმაურებულ ოპერაციაზე ეჭვქვეშ აყენებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 მარ.'06 / 12:45

ტელეკომპანია "იმედის“ ეთერით 5 მარტს გასული სატელევიზიო სიუჟეტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყოფილი პოლიციელის გია თელიას გარდაცვალების ვერსიას და მიანიშნებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი ოფიციალური პირი შესაძლოა დაინტერესებული ყოფილიყო ყოფილი პოლიციელის მკვლელობაში, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა საქართველოში ნარკოტრეფიკის თაობაზე.   

ამ სიუჟეტის გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის . სკანდალში გაეხვნენ. ეს საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც ტელეკომპანია "იმედმა“ სატელევიზიო სიუჟეტი გაუშვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გია თელია, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც სამსახური 2003 წელს დატოვა, 16 თებერვალს  შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერაციათა განყოფილების თანამშრომლებთან შეტაკების დროს გარდაიცვალა.  ამავე ინფორმაციით, თელიამ, რომელიც ნარკორეალიზაციაში იყო ეჭვმიტანილი, პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც იგი მოკლული იქნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელევიზიების საშუალებით ოპერაციის ვიდეომასალა გაუშვა, სადაც ნაჩვენებია თელიას გვამი მისი ბინის იატაკზე, რომელსაც მარჯვენა ხელში იარაღი უჭირავს. თუმცა, ტელეკომპანია "იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თელიას ნათესავები აცხადებენ, რომ იგი ვერ დაიჭერდა იარაღს მარჯვენა ხელში, რადგანაც ცაცია იყო.

ნათესავების განცხადებით, თელიამ წინასწარ იცოდა, რომ სამინისტროს ზოგიერთ მაღალჩინოსანს მისი "თავიდან მოშორება“ სურდა, რადგანაც მას ჰქონდა ინფორმაცია ნარკოტრაფიკში მათი შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.        

გასული წლის ნოემბერში გაზეთმა "რეზონანსმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ გია თელიასთან, სადაც იგი აცხადებს, რომ პოლიცია შეთითხნული საქმეებით ცდილობდა მის დაპატიმრებას, თუმცა ვერ შეძლო. შემდეგ მას თავს დაესხნენ და დაჭრეს, თუმცა ის გადარჩა. მან ასევე განაცხადა ინტერვიუში, რომ მას მუდმივად ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ. ინტერვიუში თელიამ არ დაასახელა შსს-ს ის თანამშრომლები, რომელთაც მისი მოკლვა სურდათ, თუმცა აღნიშნა, რომ შსს-ს სპეციალურ ოპერაციათა განყოფილების უფროსს ირაკლი კოდუას "უბრძანეს“, რომ მისი მკვლელობის ორგანიზება მოეხდინა. ინტერვიუ თელიასთან "რეზონანსმა“ კიდევ ერთხელ 17 თებერვალს, თელიას გარდაცვალების შემდეგ, გამოაქვეყნა.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29