Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სალომე ზურაბიშვილის პარტია დამფუძნებელ ყრილობას მართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მარ.'06 / 10:40

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პარტიამ "საქართველოს გზამ“ 12 მარტს დამფუძნებელი ყრილობა გამართა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახდა დეპუტატი გია თორთლაძე. თორთლაძე საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის“ წევრია.

ფილარმონიაში შეკრებილი 2000-მდე მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანა ორი ძირითადი საფრთხის წინაშე დგას. ეს არის: ვადების რევოლუციამდე არსებულ პერიოდში დაბრუნება და "რევოლუციონიზმი“.  

"ჩვენ აღარ გვჭირდება რევოლუციები... დემოკრატია გაიმარჯვებს და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით შეიცვლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, გაჩნდა იმის ნიშნები, რომ ვარდების რევოლუციის დანაპირები ხელისუფლებამ დაივიწყა. "ჩვენ ვხედავთ ნეო-შევარდნაძისტების გუნდს პარლამენტში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა, გულისხმობდა რა "ნაციონალურ მოძრაობას“.

"საქართველოს გზის“ ლიდერმა ასევე გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი მტკიცე ტაქტიკის და ჩვეულებრივი მოქალაქეების "პირადი უსაფრთხოების“ დაუცველობის გამო.

"კულტურა იყო ყოველთვის [საქართველოს] საყრდენი და არა პოლიცია, ან რომელიმე სხვა სტრუქტურა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა მმართველი პარტიიდან ზოგიერთი გავლენიანი დეპუტატის განცხადებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ვანო მერაბიშვილს საქართველოში სტაბილურობის საყრდენი უწოდეს.

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს "ძლიერი არმია“ სჭირდება. "მაგრამ არა იმიტომ, რომ ომი უნდა დავიწყოთ“, - დასძინა მან.

მისი თქმით, "ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“. "ჩვენ დაგვავიწყდა სიტყვა მოქალაქის მნიშვნელობა. გუშინ მთელი დღე, როდესაც წალკის ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ვუსმენდი, მესმოდა: სომხები, სომხები. ვინ არიან ისინი? ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და პრობლემაც ის არის, რომ მოქალაქეები არ არიან დაცული არც წალკაში, არც თბილისში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.   

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17