Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას გირგვლიანის საქმეზე სიმართლე თქვას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მარ.'06 / 13:07

დღეს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ხელისუფლებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სიმართლის თქმისაკენ მოუწოდა,  "რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს მისთვის“, რადგან საზოგადოების უფლებაა გაიგოს სრული სიმართლე.  მისი თქმით, გირგვლიანის საქმე საქართველოს საზოგადოების, ხელისუფლების და სახელმწიფოებრიობის სერიოზულ გამოცდად იქცა.
 
"საქართველოს სამომავლო ორიენტირი დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას“, – აცხადებს სუბარი.

"მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაპატიმრებამ არათუ მოხსნა ის ეჭვები, რომლებიც ამ მკველობის შემდეგ გაჩნდა, პირიქით, უფრო გამძაფრდა უკმარისობის გრძნობა და კიდევ უფრო უპასუხო გახდა კითხვები, რომლებიც ალბათ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს. კერძოდ, ვაშენებთ თუ არა დღეს ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები და ადამიანის სიცოცხლე დაცულია, ხომ არ გაუფასურდა უმთავრესი ღირებულება  – ადამიანის სიცოცხლე და ხომ არ ემუქრებიან ამ ღირებულებას სწორედ ის უწყებები, რომლებიც მისი დაცვისთვის არიან მოწოდებულნი“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიმართვაში

სახალხო დამცველის განცხადებით, ჯერ–ჯერობით ამ კითხვებზე გაცემული ერთადერთი პასუხია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილა დამსჯელი რაზმი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და სურვილის შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია.

"ნებისმიერ დემოკრატიულ ან დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ასეთი სკანდალის შემდეგ თანამდებობებს აუცილებლად დატოვებდნენ ის პირები, რომელთა ამ საქმეშიც მონაწილეობაზე საზოგადოებას ეჭვები აქვს“, – აცხადებს ომბუდსმენი. 

მისი განცხადებით, გირგვლიანი მკვლელობამ საფრთხე შეუქმნა ხელისუფლების მიღწევებს. "ეჭვქვეშ დადგა კორუფციასთან, ნარკობიზმესთან, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები, რადგან ძნელია ირწმუნო იმ წარმატებების, რომლებიც თურმე მკვლელების ხელებით იქმნებოდა“, – დასძენს სახალხო დამცველი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30