Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მზარდი პროტესტის მიუხედავად პრეზიდენტი მერაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს
/ 17 მარ.'06 / 13:00
სივილ ჯორჯია

16 მარტს თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში ავტომანქანების ათასობით მფლობელებმა რამდენიმე წუთიანი ავტოსიგნალი მისცეს შინაგან საქმეთა  მინისტრის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ნიშნად. ოპოზიციის განცხადებით, ეს იყო შესავალი სახელწმიფო კანცელარიის წინ 17 მარტს მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ.

ამ საპროტესტო სიგნალიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამყვანი ტელეკომპანიებიდან სამი ჟურნალისტი მოიწვია და პრეს-კონფერენცია გამართა, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა. მან ოპოზიციის მოწოდებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე "ძალიან სასაცილო" უწოდა და განაცხადა, რომ იგი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს მერაბიშვილს დანაშაულთან ბრძოლის გზაზე. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მერაბიშვილი არის "ნამდვილად კარგი მინისტრი“ და მთავარი ფიგურა სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმების პროცესში.

ოპოზიცია მერაბიშვილს შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსნის და ყოფილი მაღალჩინოსნების მფარველობაში ადანაშაულებს, რომლებიც სავარაუდოდ მკვლელობის საქმესთან არიან კავშირში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და "ნებისმიერ ასეთი საქმე ჩემი პირადი ტრაგედიაა“.

"რა თქმა უნდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები აღმოჩნდნენ ჩარეული, საქმე ორმაგად მძიმდება. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო ინგლისში, საფრანგეთში, და ძალიან ხშირად [ამგვარი ფაქტები] ამერიკაშიც ხდება. საქართველომ ისევე უპასუხა ამ დანაშაულს, როგორც უპასუხებდნენ ამ ქვეყნებში... ვინც დასაჭერი იყო დაჭერილია. თუ კიდევ ვინმე იქნება, იმათაც ვაგებინებთ პასუხს. რაც გამოსაძიებელია, გამოძიებული იქნება ბოლომდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პოლიციამ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი 6 მარტს გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილებად ცნო და დააპატიმრა. შსს-ს სამ მაღალჩინოსანს, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს დათა ახალაიას და გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუწყდათ.

"ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინ არის და ყველა დამნაშავე დაისჯება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამის შემდეგ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებაზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და მერაბიშვილის გადაყენების შესაძლებლობა გამორიცხა.

"საქართველოს აქამდე არასოდეს ჰყოლია ასეთი ეფექტური პოლიცია... როდისმე წარმოიდგენდით, რომ პატრულს ასეთი მაღალი რეპუტაცია ექნებოდა?.. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ციდან ჩამოვარდა? ყველაფერი ეს მერაბიშვილმა და ყველა ჩვენთაგანმა გააკეთა. ამიტომ ჩვენ პოლიციას ბოლომდე დავიცავთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

"შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება? აბა ამ კაბინეტში ჯონდი ბაღათურიას, შალიკო ნათელაშვილს და გიორგაძეს თავისი გოგიტიძით ხომ არ მოვიყვანთ“, - განაცხადა სააკაშვილმა ირონიულად.

მან დაადასტურა მმართველი პარტიის გავლენიანი დეპუტატების პოზიცია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შსს ოპონენტების სამიზნე იმიტომ გახდა, რომ მათ უნდათ ხელი შეუშალონ პოლიციის ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

"სხვადასხვა საბაბით ერთი და იგივე ხალხი გამოდის [მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნით]... ერთი რამ კარგად ვიცი. რეალური მიზეზი ძალიან კარგად ვიცი. ჩვენ შევეხეთ ოლიგარქიულ და სერიოზულ მაფიოზურ ინტერესებს. საქართველო იყო "კანონიერი ქურდების“ ქვეყანა. საქართველოს მართავდა რამდენიმე "კანონიერი ქურდი“. ის ხალხი ვინც ხმამაღლა ყვირის, არის ის ხალხი, ვისაც არ აწყობს, რომ კანონიერი ქურდების ქონების კონფისკაცია დაიწყოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა უკვე გააკრიტიკა პრეზიდენტის განცხადება, როგორც სააკაშვილის წარუმატებლობის ნიშანი "ადექვატურად“ შეაფასოს ვითარება.

"არა მგონია, რომ სააკაშვილს სიგნალების ხმა გაეგო დღეს. ვფიქრობ, რომ იგი ვერ აკეთებს იმის ადექვატურ შეფასებას, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია. მოვუწოდებ მოსახლეობას ხვალ სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიკრიბოს, რათა დავანახოთ სააკაშვილს, რომ ბევრნი ვართ, ვინც პროტესტს გამოვთქვამთ“, - განაცხადა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა "რესპუბლიკური" პარტიიდან 16 მარტს ტელეკომპანია "202“-ის ეთერში.

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან უკვე გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა ვანო მერაბიშვილის მიმართ, განაცხადეს რა, რომ ოპოზიცია "გირგვლიანის ოჯახის ტრაგედიის“ გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს.

"მათი მთავარი სამიზნე ვანო მერაბიშვილია, რადგანაც ისინი იმედოვნებენ, რომ მერაბიშვილის ჩამოგდებით, ისინი მთელ მთავრობას დაამხობენ და შესაძლოა პრეზიდენტ სააკაშვილსაც“, - განაცხადა დეპუტატმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის თოქ შოუში 16 მარტს.

პოლიტოლოგმა, "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გია ნოდიამ 15 მარტს "სივილ ჯორჯიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობა უკვე გახდა "ყველაზე  სერიოზული კრიზისული მოვლენა ხელისუფლებისთვის 2004 წელს ცხინვალში მომხდარი შეტაკების შემდეგ“.

ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლების თაობაზე ბევრად უფრო შორს გამიზნულია. მერაბიშვილის გათავისუფლებამ შესაძლოა მთელი კაბინეტის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვიოს, რადგანაც მერაბიშვილი უკვე მეექვსე მინისტრი იქნება, რომელიც გამოიცვალა 2005 წლის თებერვალში კაბინეტის დამტკიცების შემდეგ. კანონის თანახმად, მთავრობის წევრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, მთელი კაბინეტი უნდა გადადგეს.      

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15