Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი და სოხუმი საკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზე შეთანხმდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 მარ.'06 / 12:25

ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს განახლების თაობაზე, ამის შესახებ 29 მარტს სოხუმში პრეზიდენტის ახლადდანიშნულმა მრჩეველმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ და თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადეს.

29 მარტს ირაკლი ალასანია პრეზიდენტის მრჩევლის რანგში პირველი ვიზიტით ესტუმრა სოხუმს.

სერგეი შამბას განცხადებით, შეხვედრა "უჩვეულოდ ნაყოფიერი“ იყო ბოლო დროის განმავლობაში.

"ჩვენ აღვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი -  ეს არის საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ჩვენ ყოველთვის დაგვეხმარება მიმდინარე პრობლემების გადაჭრაში“, - იტყობინება "აფსნიპრესი" სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ბოლოს 2001 წლის იანვარში ჩატარდა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, საკოორდიანციო საბჭოს საქმიანობის განახლება იმ საკითხების წინ წაწევის შესაძლებელობას მისცემს მხარეებს, რომელთა ირგვლივ დაახლოებული პოზიციები არსებობს.    

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან... ნდობის აღდგენის პროცესი და პირდაპირი მოლაპარაკებები მხარეებს შორის წინ წაიწევს მხოლოდ რეგულარული შეხვედრების და ეკონომიკური პროექტების განხორციელების გზით", - იტყობინება "აფსნიპრესი" ირაკლი ალასანიას სიტყვებზე დაყრდნობით.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28