Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთ-საქართველოს "ისტორიული" სამხედრო ხელშეკრულებები
/ 4 აპრ.'06 / 18:58
სივილ ჯორჯია

საქართველომ და რუსეთმა 31 მარტს ორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი - ერთი ეხება ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას, ხოლო მეორე, რუსეთს თავისი სამხედრო ტვირთის საქართველოზე ტრანზიტით გატანის საშუალებას აძლევს. 

ბაზების გაყვანა

რუსეთის სამხედრო ბაზების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 აპრილს "ისტორიული“ უწოდა და "საქართველოს კონსტრუქციული დიპლომატიის გამარჯვებად“ შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ასევე მიესალმა შეთანხმებას, მან აღნიშნა, რომ საქართველო გარკვეულ საკითხებში, მათ შორის გაყვანის ვადებთან დაკავშირებით, კომპრომისზე წავიდა.

შეთანხმება რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე ძირითადად ეფუძნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და საქარველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მიერ 2005 წლის მაისში ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებას და ითვალისწინებს ბაზების გაყვანას 2008 წლის ბოლომდე.

"ჩვენი მხრიდან კომპრომისი იყო მხოლოდ და მხოლოდ [ბაზების გაყვანის]ვადა ანუ სამი წელი მაშინ, როცა რეალურად ამ ბაზების გაყვანას არ სჭირდება ამხელა დრო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მათი [რუსული] მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტები“, – განაცხადა 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ერთობლივი გამოყენება მოხდება კოჯორში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების, რომელიც "ფაქტობრივად გადმოეცა ქართულ მხარეს“ და ასევე გონიოს პოლიგონის, რათა შეეწყოს ხელი გაყვანის პროცესს. მაისში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია არ ითვალისწინებს ამ ობიექტების ერთობლივ გამოყენებას.

თუმცა, "ქართული მხარის კომპრომისებზე“ საუბრისას ოქრუაშვილმა არაფერი თქვა იმ დებულების შესახებ, რომელიც ეხება ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას.

შეთანხმების თანახმად, საქართველომ და რუსეთმა "უახლოეს შესაძლო პერიოდში უნდა დაასრულონ მუშაობა ხელშეკრულებაზე ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ და მოამზადონ ის ხელმოსაწერად“.

შეთანხმების თანახმად, ბათუმის სამხედრო ბაზის პერსონალის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების და ინფრასტრუქტურის ნაწილი ცენტრის შესაქმნელად უნდა იქნას გამოყენებული.

ოპონენტებმა უკვე უწოდეს ამ დებულებას ქართული მხარის მთავარი კომპრომისი. "ეს ნიშნავს რუსეთის სპეცსამსახურების კარგად აღჭურვილი და კარგად გაწვრთნილი ნაწილის ყოფნას [საქართველოს ტერიტორიაზე], რომელიც შეძლებს პოლიტიკური სიტუაციის გაკონტროლებას ქვეყანაში“, - განაცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ "ახალი მემარჯვენეებიდან“ 4 აპრილს.

ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის სამხედრო ბაზის და ამიერკავკასიაში რუსული ძალების ჯგუფის შტაბის გაყვანა 2008 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, ხოლო ახალქალაქის სამხედრო ბაზის გაყვანა - არაუგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრისა.

გაყვანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო შესაძლებლობას მისცემს რუსეთს გამოიყენოს მისი საჰაერო სივრცე, ასევე აწამოოს საკუთარი შეიარაღების, სამხედრო აღჭურვილობის და სხვა მატერიალური საშუალებების გადაზიდვა სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით.

თბილისში შეიქმნება ერთობლივი ქართულ-რუსული კომისია, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელებას გააკონტროლებს.

"წინამდებარე შეთანხმება დროებით გამოიყენება ხელმოწერის თარიღიდან და ძალაში შედის მხარეთა მიერ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ შეტყობინებათა გაცვლის შემდეგ“, - ნათქვამია შეთანხმებაში.

საქართველოში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა მიხეილ სვირინმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება საჭიროებს რატიფიკაციას, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ შეთანხმებაში არსებული დებულებების განხორციელება.

"მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება ხელშეკრულებაში არსებული დებულებების განხორციელების თაობაზე. ახლა, მხარეებმა მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები უნდა განახორციელონ“, - განუცხადა მიხეილ სვირინმა "სივილ ჯორჯიას“ 4 აპრილს.

სამხედრო ტრანზიტი

შეთანხმება სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქართულ და ინგლისურ ენებზე მისი ხელმოწერიდან ცოტა ხანში თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, მაშინ როცა მეორე შეთანხმება, რომელსაც ორმა ქვეყანამ იმავე დღეს, 31 მარტს მოაწერა ხელი, ჯერ-ჯერობით საჯარო არ არის. შეთანხმება არც რუსეთის საელჩოში გახდა ხელმისაწვდომი.

ირაკლი ოქრუაშვილმა 31 მარტს განაცხადა, რომ "გარკვეულწილად“ ქართული მხარის კომპრომისი იყო სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებაზე თანხმობა, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს საქართველოს გავლით დაუკავშირდეს გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას სომხეთში.

"სომხეთში რუსული სამხედრო ბაზების ტრანზიტი შეუძლებელია გარკვეული მიზეზების გამო აზერბაიჯანიდან, ასევე თურქეთიდან და ბუნებრივია, რომ  ერთადერთი გზა რჩებოდათ მათ საქართველოს მეშვეობით... თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ არ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაიმე ისეთი სახის ტვირთი შეიძლება იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული, რომელმაც შეიძლება რეგიონში გარკვეული საფრთხე შექმნას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მარტის დასაწყისში, როდესაც დოკუმენტი რუსეთის მთავრობამ განიხილა, რუსულმა მედიამ შეთანხმების გარკვეული დეტალები გააჟღერა.

ამ ინფორმაციის თანახმად, ხუთწლიანი ხელშეკრულება ავალდებულებს რუსეთს არ გადასცეს საქართველოს ტერიტორიის გავლით გაყვანილი ტექნიკა და შეიარაღება მესამე ქვეყანას. ტრანზიტული სამხედრო ტვირთის რაოდენობა რუსეთსა და საქართველოს შორის წინასწარ იქნება შეთანხმებული წელიწადში ერთხელ.

რუსეთი ასევე იღებს ვალდებულებას არ მოახდინოს ბიოლოგიური, ბირთვული და ქიმიური ნივთიერებების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის და მისი კომპონენტების ტრანსპორტირება.

რუსული წყაროების ცნობით, საქართველოს შეუძლია ტრანზიტზე უარი განაცხადოს, თუ სამხედრო ტვირთის მოძრაობა საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას და თუ სამხედრო ტვირთის დანიშნულების ადგილი კონფლიქტის ზონებში ან ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებშია.   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23