Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი რუსეთის მსო-ში წევრობის შესახებ მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მაი.'06 / 17:56

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს მხოლოდ მისი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებს და დაგმო მსო-ს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მცდელობა გამოიყენონ ეს მოლაპარაკებები, როგორც საშუალება მიაღწიონ რუსეთის მიერ დათმობებზე წასვლას სხვა საკითხებზე, რომლებიც მსო-ს წევრობას არ უკავშირდება.

„ნათელია, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო გახსნილია, ვიდრე ამ პატივსაცემი ორგანიზაციის ბევრი წევრის ეკონომიკა და მოლაპარაკებები რუსეთის მსო-ში გაწევრიანების თაობაზე არ უნდა [მოლაპარაკებების] იარაღი იმ საკითხებზე, რასაც არაფერი აქვს საერთო ამ ორგანიზაციასთან“, - განაცხადა პუტინმა.

მარტში ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს თბილისმა და მოსკოვმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც მსო-ს წევრი სახელმწიფო, საქართველო არ აძლევს თანხმობას რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, სანამ მოსკოვი თბილისის რამდენიმე მოთხოვნას არ შეასრულებს. ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთი პირდაპირ კავშირშია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ კონფლიქტებთან, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებებს ორ მეზობელს შორის. რუსეთი აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა არ უნდა იქნას განხილული მსო-ს წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში.     


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13