რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 ივნისს დიდი რვიანის ქვეყნების ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს აშფოთებს ნატოს გაფართოების პროცესი.
“როცა ნატოს სამხედრო სტრუქტურა ჩვენი საზღვების სიახლოვეს მოიწევს, ჩვენ ვრეაგირებთ. რატომ უნდა ხდებოდეს ეს ამ მსოფლიოში? ეს ხომ აღარ არის ორ-სისტემიანი მსოფლიო“, - იუწყება AP პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.