Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი–სააკაშვილის შეხვედრის შეფასებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივნ.'06 / 14:46

ქართველი პოლიტიკური მიმოხილველების უმეტესობა აცხადებს, რომ 13 ივნისს სანკტ–პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრა იმის მიუხედავად, რომ უშედეგოდ დამთავრდა, მაინც დადებითი მოვლენა იყო, რადგან ორ ქვეყანას შორის დიალოგის აღდგენა კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მისვლის წინაპირობას ქმნის.

ალექსანდრე რონდელი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი:  "პირველი შედეგი ის არის, რომ აღდგა ორ პრეზიდენტს შორის პირადი ურთიერთობები, მეორეც, ორივე პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი გაგრძელდეს დიალოგი, რაც შეწყვეტილი იყო და იმედი უნდა ვიქონით, რომ ეს გავრცელდება სხვადასხვა უწყებებზეც.

პრესკონფერენციაზე ნათქვამი საკუთარი აუდიტორიებზე იყო გამიზნული, თუმცა საინტერესოა პირადი ურთიერთობების დროს რა ითქვა, რადგან თუ იგივე ითქვა, მაშინ შედეგი არ იქნება.

საინტრესო იყო ასევე, რომ პუტინმა აღიარა და აქცენტი გააკეთა, რომ ხდება საქართველოზე ეკონომიკური კონტროლის დამყარება.

კონფლიქტებთან დაკავშირებით პოზიცია აბსოლუტურად არ შეცვლილა, თუმცა ამ შეხვედრის შედეგად პოზიციები უფრო რეალისტური იქნება, განსაკუთრებით საქართველოს პოზიცია“.

გიორგი ხელაშვილი, დამოუკიდებელმა პოლიტიკური ანალიტიკოსი: "როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრამ შედეგის გარეშე ჩაიარა, თუმცა თავად შეხვედრის ფაქტი მნიშვნელოვანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი რვიანის სამიტის წინ მოსალოდნელი იყო, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გარკვეული წნეხი უბიძგებდა პუტინს შემხვედრი ნაბიჯები გადმოედგა, პრესკონფერენციიდან რაც ჩანდა, ეს ასე არ მოხდა: არცერთი მხარე დათმობებზე არ წავიდა.

ერთადერთი რაც ჩანდა, პუტინმა დაიწერა ქულები, რომ დათანხმდა მოწყალებისათვის ჩასულ სააკაშვილს შეხვედროდა, მაგრამ გაუგებარია სააკაშვილს რა უნდოდა და რითი ჩამოდის, რადგან ქართული მხარის მოლოდინი არც ეკონომიკურ საკითხებზე და არც კონფლიქებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, არ გამართლდა".

არჩილ გეგეშიძე, პოლიტოლოგი: "ფაქტია, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობები იყო კრიზისულ ფაზაში შესული და ყველაზე მწვავე ბოლო 10–15 წლის მანძილზე. ეს შეხვედრა იყო ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის მცდელობა, რადგან სტატუს–კვოს გაგრძელება უკვე შეუძლებლი იყო და არცერთი ქვეყნის, მითუმეტეს საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა.

სამწუხაროა, რომ პოზიციები არ დაახლოვებულა, თუმცა პრეზიდენტების დონეზე შეხვედრა პერიოდულად უნდა გაიმართოს, რათა განიმუხტოს ვითარება, გაგრძელდეს დიალოგი და იქნეს ნება გამოხატული კომპრომისებზე. რამდენად ძლიერი ნება იქნა გამოხატული ამ შეხვედრაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.

პარლამენტარების რეაქციები

საპარლამენტო უმრალესობის წარმომადგენლები ზოგად კომენტარებში მიესალმებიან 13 ივნისს სანკტ–პეტერბურგში მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ შეხვედრამ დაძაბული ფონი განმუხტა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.  

"დიდი ხანი ელოდებოდა საქართველო იმას, რომ ეყოლებოდა პრეზიდენტი, რომელიც მის სათქმელს ყველა დონეზე და ყველგან იტყოდა ისე დამაჯერებლად, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ გუშინ: გულწრფელობით და პატრიოტიზმით, რაც საამაყოა“, – განუცხადა 14 ივნისს "რუსთავი 2“–ს გიგა ბოკერიამ.

უმრავლესობის ლიდერის მოადგილის დავით კირკიტაძის განცხადებით კი "რამდენად ეფექტური იყო შეხვედრა, ამას დრო გვიჩვენებს“.

ოპოზიციონერი დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიიდან ივლიანე ხაინდრავა იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება სანკტ–პეტერბურგის შეხვედრისგან "საგარეო პოლიტიკური ტრიუმფის ილუზიას“ არ შექმნის.

"არანაირი სერიოზული შეთანხმება არ მომხდარა და ორივე მხარე დარჩა იმავე პოზიციაზე, რომელზეც მანამდე იდგა და ეს ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან პოზიციები ძალიან დაშორებულია“, –  განუცხადა 14 ივნისს ივლიანე ხაინდრავამ "სივილ ჯორჯიას“.

მისი თქმით, პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია "უფრო გამოიყენეს არა ერთმანეთისადმი, არამედ საკუთარი მოსახლეობის მისამართით გზავნილებისათვის“.

კონსერვატიული პარტიიდან დეპუტატ აკახა კუკავას განცხადებით, პრეზიდენტების პრესკონფერენციიდან გამოჩნდა, რომ შეხვედრას, რომელიც ორ ქვეყანას შორის კინკლაობის დასრულების მიზანს ისახავდა, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

“არ იყო არც დათმობა, მაგრამ არ იყო არც წარმატება. პრესკონფერენციის ფორმატშიც კარგად ჩანდა ის დაძაბული ტონი, რომელიც ალბათ იყო მოლაპარაკებების დროს“, – განაცხადა კუკავამ.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის შეფასებით, კონფლიქტებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა არა თუ უკან დაიხია, არამედ გაამყარა პოზიცია კონფლიქტების ზონებში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, "რაც ძალიან საგანგაშოა".  


უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9