Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი რუს სამშვიდობოებზე "რეალისტურ" დადგენილებას მიიღებს
/ 28 ივნ.'06 / 15:02
ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

აფხაზეთში განლაგებულ რუს სამშვიდობოებზე საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 27 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი დატოვებს თავის სამშვიდობო ჯარებს პოსტ-საბჭოთა კონლიქტურ ზონებში, მიუხედავად პროვოკაციებისა. 
 
"დსთ–ს სივცეში ჩვენი სახელმწიფო პირდაპირ მონაწილეობს რიგი კონფლიქტების დარეგულირებაში. და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი სამშვიდობო მისიების შესრულებას, მიუხედავად იმ ღია პროვოკაციებისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“, - განაცხადა პუტინმა რუს დიპლომატებთან შეხვედრაზე.
 
საქართველოს პარლამენტი აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის საკითხს, ისევე როგორც ამას დეპუტატებს გასული წლის ოქტომბერში მიღებული დადგენილება ავალებს, 13–15 ივლისს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.
 
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის ინფორმაციით, ჯერ–ჯერობით საბოლოო პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, რა სახის დადგენილებას მიიღებს პარლამენტი: იქნება ეს ისეთივე მოქნილი, როგორც 15 თებერვალს სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუს სამშვიდობოებთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება, თუ უფრო რადიკალური ხასიათის.

15 თებერვალს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ერთის მხრივ, მეტ სივრცეს აძლევს საქართველოს მთავრობას, რათა გაააქტიუროს დიპლომატიური მცდელობები არსებული სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის მიზნით; მეორეს მხრივ, დადგენილება ასევე იძლევა საშუალებას დაუყოვნებლივ დადგეს მოთხოვნა შეწყდეს სამხრეთ ოსეთში არსებული სამშვიდობო ოპერაციის. ამასთან დადგენილება მთავრობას არანაირ ვადას არ უწესებს ამ მოთხოვნათა შესასრულებლად.
 
"ჩვენი საბოლოო პოზიცია დამოკიდებულია საერთაშორისო განწყობაზე, [5 ივლისს] აშშ–ში პრეზიდენტების [მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის] შეხვედრის შედეგებზე და ასევე იმ კონსულტაციებზე, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მრავლად იგეგმება საერთაშორისო დონეზე“, – აცხადებს კოტე გაბაშვილი.

მისი ინფორმაციით, პარლამენტის დადგენილების ხასიათს ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დიდი რვიანის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები. 29 ივნისს მოსკოვში დიდი რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები იქნება განხილული.

თავდაპირველად რუსეთი თავს იკავებდა ‘დიდი რვიანის’ დღის წესრიგში კონფლიქტების შეტანისაგან, თუმცა 26 ივნისს ტელეკომპანია “Ren TV”–თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების (და განსაკუთრებით აშშ–ს) დაჟინებული მოთხოვნით არსებობს შესაძლებლობა დსთ–ს სივრცეში არსებული კონფლიქტები შეიტანონ დღის წესრიგის პუნქტში სათაურით  – "სხვადასხვა.“

"ასე, რომ ვფიქრობ, კონფლიქტებზე და რაც მთავარია, მათი დარეგულირების მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებზე დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იქნება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამავდროულად, იგეგმება საპარლამენტო დონეზე საერთაშორისო კონსულტაციებიც. კერძოდ, 2–8 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართავს შეხვედრებს, 11 ივლისს კი ნიუ–იორკში გაემგზავრება, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის რეზოლუციას მოეწერება ხელი.

კოტე გაბაშვილის თქმით, პარლამენტის დადგენილება რუს სამშვიდობო ძალებზე იქნება "რეალისტური და პრინციპული.“ იგი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ პარლამენტმა არ მიიღოს გადაწყვეტილება რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე.

“მე ვერ მივცემ ასეთ გადაწყვეტილებას ხმას და მე მგონი, ასევეა განწყობილი უმრავლესობა და ოპოზიციაც [პარლამენტში]“, – განუცხდა გაბაშვილმა "სივილ ჯორჯიას“.

მისი თქმით, მთავრობა დადებითად არ აფასებს სამშვიდობოების საქმიანობას, თუმცა ითხოვს გარკვეულ პერიოდს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო გეგმის მიხედვით იმოქმედონ.

"[სამშვიდობოების გაყვანაზე] უკიდურესი გადაწყვეტილებების მიღება არასოდეს გვიანი არ არის“, – დასძენს გაბაშვილი.

ჯერ კიდევ 14 ივნისს, სანკტ–პეტერბურგში გამართული სააკაშვილი–პუტინის შეხვედრიდან დაბრუნებულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ჯერ არ ჩამოყალიბებულა კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებულ პოზიციაზე.

"ჩვენ ღიად დავუფიქსირეთ ჩვენს რუს მეგობრებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებას გააჩნია აზრი და ამ აზრს გამოხატავს არჩეული პარლამენტი. ჩვენ, ბუნებრივია, პარლამენტში მივალთ და ჩვენს მოსაზრებებს მოვახსენებთ [სამშვიდობოებთან დაკავშირებით], ამიტომ წინ ვერ გავუსწრებთ მოვლენებს. შესაძლებელია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს,“ – განუცხადა 14 ივნისს ჟურნალისტებს გელა ბეჟუაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ეს არის "სერიოზული პროცესი“ და "ჩვენ უნდა კარგად მოვემზადოთ ამისთვის.“

როგორც ჩანს, მთავრობა, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში მყოფ სამშვიდობოებთან მიმართებაში იყო მომხრე პარლამენტს მიეღო მოქნილი დადგენილება, აფხაზეთის შემთხვევაშიც ამ პოზიციას შეინარჩუნებს. შესაბამისად სავარაუდოა, რომ პარლამენტმა – რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია აკონტროლებს – ისეთივე დადგენილება მიიღოს, როგორიც სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში 15 თებერვალს.

ამას გარდა, დასავლელმა პარტნიორებმა მაისში, როდესაც თბილისსა და სოხუმს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, მკაფიოდ მიანიშნეს, რომ რუსი სამშვიდობოები "ამ ეტაბზე კონფლიქტის ზონაში მნიშვნელოვან მასტაბილიზირებელ როლს ასრულებენ.“

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14