Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხაბურძანიას ინფორმაციით, პანკისში 100-მდე არაბი იმყოფება
/ 21 მაი.'02 / 10:26

(თბილისი, 21 მაისი, "სივილ ჯორჯია") - პანკისის ხეობაში "100-მდე არაბი იმყოფება". ამის შესახებ, სააგენტო "რია-ნოვოსტი"-ს ცნობით, ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

მინისტრის თქმით, ამ არაბების უმრავლესობამ საქართველოში ჩეჩნეთიდან შემოაღწია, ნაწილი კი უკანასკნელ წლებში ან ჰუმანიტარული, ან რელიგიური ორგანიზაციების წარმომდგენელთა სახით შევიდა.

ვალერი ხაბურძანიამ ასევე განაცხადა, რომ პანკისის ხეობის მაღალმთიან ნაწილში, სხვადასხვა მონაცემებით, 800-მდე შეიარაღებული პირია, რომლებიც იქ ჩეჩნეთიდან ძნელადმისადგომი, მაღალმთიანი ბილიკებით გადავიდნენ.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ხაბურძანიამ განაცხადა, რომ "ბოევიკები" პერმანენტულად მოძრაობენ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორივე მიმართულებით. სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ ჯგუფს "შეიძლება კავშირი ჰქონოდა საველე მეთაურ ჰატაბთან".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23