Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე განაჩენი საპროტესტო აქციის ფონზე გამოაცხადა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ივლ.'06 / 17:57

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოაცხადა და მთავარ ბრალდებულს, შსს–ს კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილ უფროსს გია ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ სამ ბრალდებულს  – ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა ალანიასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დანარჩენისთვის 8–წლიან პატიმრობას მოითხოვდა.

იმის გამო, რომ მოსამართლე ჩემიას არ წარმოუდგენია განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ რა მოტივით მიესაჯა ბიბილურიძეს 7–წლიანი პატიმრობა, რადგან 5 ივლისს გირგვლიანის მეგობარმა, საქმეში მთავარმა მოწმემ და დაზარალებულმა ლევან ბუხაიძემ ურყო მისი მონაწილეობა დანაშაულში. ბუხაიძის განცხადებით, მის ნაცვლად შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი იმყოფებოდა დანაშაულის ადგილას.

განაჩენის გამოცხადებამდე სანდრო გირგვლიანის დაცვის მხარემ, ახლობლებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

"არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ ადამიანებს რამდენს მიუსჯიდნენ. სასამართლო გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ საქმეზე ნახევარ სიმართლე თქმულიყო და არ დამდგარიყო [შს მინისტრის მეუღლის]თაკო სალაყაიას[შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნების]ოლეგ მელნიკოვის, დათა ახალაიას, ვასილ სანოძის, გურამ დონაძის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.

მისივე განცხადებით, დღეს გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ პროკურატურაში შეიტანა სარჩელი, სადაც ოლეგ მელნიკოვის წინააღმდეგ ბუხაიძის სასამართლო ჩვენების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს და მის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს.

"თუ ამ საჩივარს მსვლელობა მიეცემა, ფაქტიურად ახლა უნდა დაიწყოს ძირითადი საქმის გამოძიება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

განაჩენის გამოცხადების პარალელურად შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი სასამართლოს დერეფნებში დაცვასა და გირგვლიანის გულშემატკივრებს შორის. შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი იქნა დაკავებული.

პარალელურად სასამართლოს ეზოში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია 400–მდე ადამიანის მონაწილეობით, რომელთაც აქციის გამართვისაკენ ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა და საზოგადოების ცნობილმა სახეებმა მოუწოდეს.

სასამართლო განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ასევე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, რომელმაც სასამართლო პროცესს "არაადეკვატური" უწოდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13