Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციის ძლიერი ზეწოლის ფონზე ხელისუფლება მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს
/ 7 ივლ.'06 / 20:36
სივილ ჯორჯია

საქართველოს ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო "მცირე საპროტესტო აქციებს“, რაც სანდრო გირგვლიანის პროცესს მოყვა და 7 ივლისს კვლავაც მხარდაჭერა გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს.

თბილისში 6-7 ივლისს რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოთხი თანამშრომელი დამნაშავედ სცნო სხეულის განზრახ დაზიანებების მიყენებაში, რასაც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება მოყვა. ხელისუფლება საზოგადოებრივ ზეწოლას განიცდის, რათა დაისაჯონ არა უშუალო შემსრულებლები, არამედ შს სამინისტროს ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც დანაშაულის უკან დგანან.

შვიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც საპროტესტო აქციებს ორგანიზებას უწევენ, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ და ხელისუფლებას დანაშაულის შემკვეთების მფარველობაში სდებენ ბრალს.

ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ 7 ივლისს ერთობლივი პრესკონფერენცია მოიწვიეს.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ გირგვლიანის სასამართლო პროცესი ბუნებრივი შედეგით დასრულდა და სხვა განაჩენი მოსამართლისგან არც იყო მოსალოდნელი.

მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების მოწყობა ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებას ისახავს მიზნად.

"ეს ჯგუფი ადამიანებისა მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად... ასეთი მეთოდები არის განწირული წარუმატებლობისთვის, რადგან  ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა გიორგი არველაძემ.

გიგა ბოკერიას განცხადებით კი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული "ძალიან მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები“ შედეგს ვერ გამოიღებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს "ძალიან წყნარად აკვირდება და ჩვენი კურსი არის ძალიან მყარი ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად“ – ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

არველაძემ ასევე ნათლად მიანიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს. 

"უკეთესია გადახედო სტატისტიკას, რომელიც აჩვენებს, რომ ქვეყანაში კრიმინალურმა ფაქტებმა იკლო იმის მაგივრად, რომ შს მინისტრის გადადგომა მოითხოვო“, – განაცხადა არველაძემ.

ამავდროულად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საკითხი საქართველოს მთავრობასთან განიხილა, იტყობინება Associated Press-ი.  

"ჩვენი პოზიციაა, ნათლად გავაგებინოთ მთავრობას, რომ იმედი გვაქვს არაფერი დაიმალება და ყველა, ვინც პასუხისმგებელია, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება", - განუცხადა აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა Associated Press-ს გასულ კვირას.  

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა ერთადერთია ხელისუფლებაში, ვინც ღიად მოუწოდა მთავრობაში ცვლილებების თაობაზე. მან 6 ივლისს გირგვლიანის სასამართლო პროცესი გააკრიტიკა.

"სასამართლომ გამოცდა ვერ ჩააბარა. განაჩენი უნდა შეხებოდა ყველა ფიგურას, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა... ვფიქრობ, რომ ცვლილებები მომწიფდა და ნამდვილად უნდა მივცეთ შესაძლებლობა პრეზიდენტს, რომ ეს თავისუფლად გააკეთოს“, - იტყობინება გაზეთი "რეზონანსი“ ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით.

შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება ავტომატურად გამოიწვევს მთელი კაბინეტის გადადგომას, რადგან მერაბიშვილი უკვე მეექვსე მინისტრი იქნება, რომელიც 2005 წლის თებერვალში დამტკიცებულ მინისტრთა კაბინეტში შეიცვლება. კანონის თანახმად, მთავრობის წევრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, მთელი კაბინეტი უნდა გადადგეს. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20