Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხაინდრავა შეცვლილ მთავრობაში თანამდებობას კარგავს
/ 21 ივლ.'06 / 17:46
სივილ ჯორჯია

ხაინდრავა აცხადებს, რომ ოქრუაშვილი ქვეყანას
პრობლემებს უქმნის.
მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ ორი ახალი მინისტრის დანიშვნით დასრულდა - მერაბ ანთაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავას შეცვლის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, ხოლო დეპუტატი დავით ტყეშელაშვილი გარემოს დაცვის მინისტრი გახდება გიორგი პაპუაშვილის ნაცვლად, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაასახელა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 ივლისს უკვე დაავალა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. პარლამენტი ახალ კაბინეტს სავარაუდოდ 25 ივლისის სხდომაზე გამოუცხადებს ნდობას.

არც ერთი ამ ცვლილებიდან მოულოდნელი არ ყოფილა.

პაპუაშვილის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ივლისს დაადასტურა, რომ იგი ამ კანდიდატურას განიხილავდა. პაპუაშვილის შეცვლას მთელი მთავრობის გადადგომა მოყვა, რადგანაც ის იყო მეექვსე მინისტრი გამოიცვალა მთავრობაში, რომელიც 2005 წლის თებერვალში დაამტკიცა პარლამენტმა. 33 წლის გიორგი პაპუაშვილი სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდება.

სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას გადაყენებაც მოსალოდნელი იყო, რადგანაც ბოლო დროს ის ხელისუფლების ოფიციალ კურსს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ხშირად აკრიტიკებდა. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 20 ივლისს გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამყარა მოლოდინი  ხაინდრავას შესაძლო გათავისუფლების შესახებ.  

ოქრუაშვილის გულისწყრომა გამოიწვია ხაინდრავას გადაწყვეტილებამ არ დაეჭირა მხარი თავდაცვის სამინისტროსთვის 14 და 15 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საქართველოს სამხედრო პოლიციამ რუსეთის ოფიციალური პირები დააკავა.

ამის საპასუხოდ, ხაინდრავამაც გააკრიტიკა ოქრუაშვილი და 21 ივლისს განაცხადა, რომ პრობლემებს სწორედ ოქრუაშვილის სამხედრო რიტორიკანარევი მკაცრი განცხადებები ქმნის. 

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვახცადო რომ ირაკლი ოქრუაშვილის ქმედებები, მისი განცხადებები უქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემებს ჩვენს ქვეყანას და პრეზიდენტ სააკაშვილს და ვაპირებ ამის შესახებ ვესაუბრო პრეზიდენტ სააკაშვილს, როდესაც მას დღეს მოგვიანებით შევხვდები“, - განაცხადა ხაინდრავამ მისი გათავისუფლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"მე საკმარისზე მეტი ფაქტები მაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ოქრუაშვილის ქმედებები ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა“, - დასძინა მან.

ხაინდრავა, რომელიც სახელმწიფო მინისტრად 2004 წლის თებერვლიდან მსახურობდა, ასევე კურირებდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მხარეებთან მოლაპარაკებებს, თუმცა მეტ ყურადღებას სამხრეთ ოსეთის საკითხებზე ამახვილებდა.

ცხინვალმა უკვე გამოხატა სინანული ხაინდრავას გადაყენებასთან დაკავშირებით.

"ხაინდრავას გადაყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ნამდვილად ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. გიორგი ლევანოვიჩი [ხაინდრავა] მამაცურად იცავდა ქართული მხარის ინტერესებს ყველა შეხვედრაზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვჯეროდა, რომ ის კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების წინააღმდეგი იყო“, - განუცხადა ჩოჩიევმა "რუსთავი 2“-ს სატელეფონო საუბარში.

თუმცა, პრესკონფერენციაზე საუბრისას ხაინდრავამ კატეგორიულად უარყო, რომ მისი გადაყენება არის იმის სიგნალი, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასაწყებად ემზადება.

"საქართველოს პრეზიდენტის კურსი მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ“, - განაცხადა მან.

ხაინდრავა მიესალმა მისი შემცვლელის მერაბ ანთაძის კანდიდატურას. "ის ძალიან გამოცდილი დიპლომატია და მისი დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე დაგმეს ხაინდრავას გათავისუფლების ფაქტი. "ის იყო მთავრობის დამოუკიდებლად მოაზროვნე წევრი და ამიტომაც გადააყენეს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან.

დეპუტატი მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერია კი 21 ივლისს მიესალმა ხაინდრავას გადაყენებას.

"ის განცხადებები, რომლებიც ხაინდრავამ თავდაცვის მინისტრის ოქრუაშვილის წინააღმდეგ გააკეთა, მაფიქრებინებს, რომ მისი გათავისუფლება აბსოლუტურად სწორი იყო“, -  განაცხადა ბოკერიამ.

ხაინდრავამ ბოკერიასთვის პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვის ბოკერია.

ხაინდრავამ უარყო ვარაუდები, რომ ის გეგმავს ოპოზიციაში გადასვლას. "მე ჩემ საქმეს გავაგრძელებ, მაგრამ საზოგადოების აქტიური წევრიც ვიქნები“, - განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23