Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ემზარ კვიციანი ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ივლ.'06 / 10:35

ემზარ კვიციანმა, რომელიც კოდორის ხეობის გასამხედროებულ ჯგუფს "მონადირეს“ ხელმძღვანელობს, 22 ივლისს განაცხადა, რომ იგი საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს და წინ აღუდგება ხელისუფლების ნებისმიერ მცდელობას მისი ჯგუფის განიარაღების თაობაზე.

ემზარ კვიციანი, კოდორის ხეობის ადგილობრივი მკვიდრი, საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წარმომადგენელი იყო ხეობაში. თუმცა, ეს თანამდებობა 2004 წლის დეკემბერში აფხაზეთის მაშინდელი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით გაუქმდა. 

გასამხედროებული ჯგუფი "მონადირე“, რომელშიც დაახლოებით 300-400 კაცი შედის, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეობის აფხაზური ჯარებისგან დაცვის მიზნით შეიქმნა.   ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა. თუმცა, 2005 წელს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაშალა ეს შენაერთი, რამაც კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამაც გააკრიტიკა, რაც მისი ოქრუაშვილთან  შეუთანხმებლობის მიზეზი გახდა.

"ჩვენ უნდობლობას და დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ ხელისუფლებას, რადგანაც ოქრუაშვილმა ჩვენს წინააღმდეგ ომი გამოაცხადა და 27 ივლისს ხეობაში შემოჭრას გეგმავს“, - იტყობინება "ინტერპრესნიუსი“ ემზარ კვიციანის სიტყვებზე დაყრდნობით.

მოგვიანებით 22 ივლისს კვიციანმა "რუსთავი 2“-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ "ნებისმიერ შეიარაღებული ძალა, რომელიც ხეობაში შემოვა, მოგერიებული იქნება“.

2005 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც "მონადირე“ გაუქმდა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შენაერთის წევრებს კრიმინალურ საქმიანობაში დასდო ბრალი. "როგორც მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია განვაცხადო, რომ კოდორის ხეობაში განხორციელდება ანტიკრიმინალური ოპერაციები, რათა ხეობა გაიწმინდოს იმ ბანდიტებისგან, რომლებიც იქ აფარებენ თავს“, - განაცხადა მინისტრმა გასულ წელს. თუმცა, მას შემდეგ არ გავრცელებულა რაიმე ინფორმაცია ან მინიშნება იმაზე, რომ ხეობაში პოლიციის ან რაიმე სხვა ტიპის ოპერაცია იგეგმებოდა.

"რაც ხელისუფლებაში ეს ახალი მთავრობა მოვიდა, მე ვგულისხმობ მერაბიშვილს, ბოკერიას, ჩვენ ბანდიტებს და კრიმინალურ ბანდას გვეძახიან - ეს ის ტერმინია, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ რუსები და აფხაზები იყენებდნენ... დროა, აღვსდგეთ ამ ხელისუფლების უსამართლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12