Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლების ძალები ალყაში მოქცეულ კვიციანს უტევენ
/ 26 ივლ.'06 / 16:17
სივილ ჯორჯია

აფხაზეთის რუქა (გაერო).
ფართო ფორმატით სანახავად დააკლიკეთ სურათზე.

კოდორის ხეობაში ხელისუფლების ძალებმა ამბოხებულებს მას შემდეგ შეუტიეს, რაც ემზარ კვიციანმა უარი განაცხადა იარაღის დაყრაზე, იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი 2“.

ამავე ცნობით, კვიციანი და მისი 60–მდე მხარდამჭერი  კოდორის ხეობის ერთ–ერთ ტყეში არიან გამაგრებულები.

ცეცხლის განახლება მოჰყვა დღის 16 საათზე ულტიმატუმის ამოწურვას, რომელიც შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კვიციანს დანებების თაობაზე წაუყენა.

“რუსთავი 2“–ის ცნობით, ემზარ კვიციანის ადგილსამყოფელთან აფხაზეთიდან ჩაფრინდა რუსული ვერტმფრენი, რომელმაც მეამბოხეებს საკვები და იარაღი მიაწოდა, თუმცა უკან გაფრენას ვერ ახერხებს, რადგან ქართული მხარე ვერტმფრენის წინააღმდეგ ადეკვატური ზომების გატარებას აპირებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის და მისი შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული ანტიკრიმინალური ოპერაცია "რამდენიმე საათში“ დასრულდება.
 
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ განაცხადა, რომ კვიციანის მომხრეთა ერთმა ნაწილმა უკვე დაყარა იარაღი, ხოლო მეორე ნაწილი კვიციანთან ერთად სამართალდამცავებს ალყაში ჰყავთ მოქცეული.
 
ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, კვიციანს რაციით ესაუბრა და ულტიმატუმი წაუყენა ერთ საათში დაყაროს იარაღი, თუმცა ეს შემოთავაზება კვიციანმა არ მიიღო. 
 
"ჩვენ ველოდებით, რომ ანტიკრიმინალური ოპერაციის ძირითადი ნაწილი რამდენიმე საათში დასრულდება... მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამხედრო ოპერაციასთან ან ომთან“, - განაცხადა არველაძემ 3 საათზე გამართულ ბრიფინგზე. 
 
მან დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელია დაჭრილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
მანამდე 26 ივლისს ქართული მედია იტყობინებოდა, რომ ოთხი პიროვნება იყო დაჭრილი, თუმცა გაურკვეველი იყო დაჭრილები სამთავრობო ძალებიდან იყვნენ, თუ კვიციანის დაჯგუფებიდან.
 
არველაძემ ასევე განაცხადა, რომ იგი რეგულარულ ბრიფინგებს გამართავს, რათა შეავსოს ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს. ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბაბით კოდორში არ უშვებენ.

"ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების ყოფნა აფერხებს ამგვარ ოპერაციას“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 26 ივლისს.

ცოტა ხნით ადრე ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ პოლიციის ოპერაცია კოდორის ხეობაში მანამდე გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება "იმ პირების სრულ განადგურებამდე, რომლებიც ქვეყნის ერთიანობას ძალისმიერი გზით ეწინააღმდეგებიან“.

"მოვუწოდებ მშვიდობიან მოსახლეობას განერიდონ ბანდიტებს და მათი კონცენტრაციის ადგილებს, რადგან ბანდიტთა ფეხქვეშ მიწა დაიწვება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ დღეს გამართულ პირველ საგანგებო ბრიფინგზე.

მისი თქმით, ხელისუფლების "მთავარი მიზანია“ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და "მათი დახმარება ამ უმძიმეს სიტუაციაში“.

"რუსთავი 2"–ის ინფორმაციით, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მოუწოდა კოდორის ხეობის სოფელ აჟარის მოსახლეობას დატოვონ ტერიტორია, რადგან აჟარაში სპეცოპერაცია იგეგმება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10