Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთო ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებელთა "შეზღუდულ“ მისიას აგზავნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 სექ.'06 / 20:27

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისმა 8 სექტემბერს "საარჩევნო დამკვირვებელთა შეზღუდული მისია" გამოყო საქართველოში 5 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, იტყობინება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისი.

"დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისს სჯერა, რომ სასარგებლო იქნება ამ არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელება. თუმცა, შეზღუდული ვადების გათვალისწინებით და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ არჩევნების დღეს სისტემატური დაკვირვება არ განხორციელდება მისიის მიერ“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა გეერტ აჰრენსმა. 

5-6 სექტემბერს გეერტ აჰრენსი საქართველოს ოფიციალურ პირებს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

"ზოგიერთმა მათგანმა გამოთქვა წუხილი, რომ შეზღუდული ვადები არ მისცემს მათ საშუალებას შესაბამისი კამპანია განახორციელონ და შესაძლოა საარჩევნო ადმინისტრირების პროცესიც შეფერხდეს“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისმა სთხოვა ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს გამოაგზავნონ 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი მომავალ კვირას.

დამკვირვებლები გააკონტროლებენ წინასაარჩევნო კამპანიას, მედიის მიერ  ინფორმაციის გაშუქებას, საკანონმდებლო ბაზას და მის განხორციელებას, მედიაში არსებულ ვითარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისი არ მოითხოვს მოკლევადიანი დამკვირვებლების გამოგზავნას.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32