Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალი დამოუკიდებლობის შესახებ განმეორებით რეფერენდუმს ატარებს
/ 11 სექ.'06 / 18:50

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა 12 ნოემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს გამართავს. ამავე დღეს იგეგმება ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები თვითგამოცხადებულ რეგიონში.   

თბილისმა უკვე განაცხადა, რომ რეფერენდუმმა შესაძლოა დესტაბილიზაცია და სამშვიდობო პროცესის ჩაშლა გამოიწვიოს.

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

რეფერენდუმზე მოსახლეობას შემდეგ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: "თანახმა ხართ თუ არა, რომ შენარჩუნდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ახლანდელი სტატუსი და რომ ის იყოს აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ?“

1992 წელს გამართულ ანალოგიურ რეფერენდუმში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ არ აღიარა, თვითგამოცხადებული რეგიონის მაცხოვრებელთა 98%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.      

თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში განმეორებითი რეფერენდუმის გამართვა მოულოდნელი არ ყოფილა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6 ივლისს განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარების საფუძველი უნივერსალურობის პრინციპი უნდა გახდეს და მიანიშნა, რომ თვითგამოცხადებულ რეგიონებში რეფერენდუმები უნდა გაიმართოს. 

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა მამაცური ნაბიჯი გადადგა, როდესაც გადაწყვიტა ჩეჩნეთში რეფერენდუმი ჩაეტარებინა. "ჩემი პრინციპია, რომ რაც არ უნდა დრამატული იყოს სიტუაცია, ჩვენ ხალხს აზრი უნდა გამოვიკითხოთ“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.  

"იგივე უნდა გაკეთდეს აფხაზეთში და სხვა ადგილებშიც“, - დასძინა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2 ივნისს მიანიშნა, რომ საქართველოს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში თვითგამორკვევის საკითხზე რეფერენდუმის არ უნდა შეეშინდეს. 

“თვითგამორკვევის საკითხი საერთაშორისო სამართლის ნაწილია, რომელიც [მოსახლეობის] ნების გამოხატვით ხორციელდება... რუსეთს არ შეეშინდა ჩეჩნეთში რეფერენდუმის ჩატარება და იგი ჩატარდა კიდეც“, - განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის გეგმები რეფერენდუმის გამართვაზე მიზნად ისახავს "დაძაბულობის განზრახ გამწვავებას რეგიონში და სიტუაციის დესტაბილიზაციას, რაც სამშვიდობო პროცესის ჩაშლას გამოიწვევს“.

8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეფერენდუმს "არანაირი ლეგიტიმური და კანონიერი ძალა არ ექნება".

"და მით უფრო საგანგაშოა, რომ რუსეთი, როგორც მოლაპარაკებათა პროცესის შუამავალი მხარე, ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად შეაფასოს არსებული ვითარება, ჯიუტად ხმამაღლა აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარების საკითხი სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, თვითგამოცხადებულ აფხაზეთს განმეორებითი რეფერენდუმის გამართვის გეგმები ჯერ არ გასჩენია.

1 სექტემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთში განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება ჯერ არ არსებობს. ერთადერთი რეფერენდუმი აფხაზეთში, რომელიც ასევე არ სცნო საერთაშორისო საზოგადოებამ, 1999 წელს გაიმართა.

"ეს არ არის ისეთი რამ, რისი გამართვაც ყოველთვეა შესაძლებელი“, - განაცხადა ბაღაფშმა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17