Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბეჟუაშვილი სეპარატისტულ კონფლიქტებზე საუბრობს
/ 21 სექ.'06 / 17:48
სივილ ჯორჯია

ვაშინგტონში 18 სექტემბერს Heritage Foundation-ში გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ კონფლიქტებში სტატუს ქვოს შენარჩუნება კონფრონტაციას გამოიწვევს. მან სოხუმსა და ცხინვალს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა, რომელშიც  რუსეთი, ევროკავშირი და აშშ შუამავლის სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ბრიუსელიდან ჩავიდა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ძირითადი თემა კონფლიქტები იყო. ამჟამად, ბეჟუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს ახლავს ნიუ-იორკში, სადაც მიხეილ სააკაშვილი 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კოფნლიქტების ზონებში მიმდინარე რუსული სამშვიდობო ოპერაციის თაობაზე სავარაუდოდ კრიტიკული მოხსენებით წარსდგება.

ბეჟუაშვილის განცხადებით, კონფლიქტებში სტატუს ქვოს შეცვლაა საჭირო კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად.

"შეტაკება გარდაუვალია, თუ მდგომარეობა ისეთივე დარჩება, როგორიც ახლაა. ეს იყო ჩემი გზავნილი ბრიუსელში, ეს არის ჩემი გზავნილი აქ და ჩვენ მცირედი დახმარება გვჭირდება“, - განუცხადა ბეჟუაშვილმა Heritage Foundation-ის აუდიტორიას.

"იმისათვის, რომ პრობლემების წინაშე არ დადგე, საჭიროა მათი თავიდან აცილება. უნდა შექმნა საკუთარი დღის წესრიგი და არ უნდა გაება სხვის  დღის წესრიგში. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში. ჩვენ ინიციატივებს ვიღებთ ხელში და ეს არის ერთადერთი გზა შეტაკების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გვჭირდება მცირე დახმარება რათა დავაბალანსოთ - და მე არ ვამბობ გავანეიტრალოთ - რუსეთის როლი მოლაპარაკებებში და ეს უნდა მოხდეს [მოლაპარაკებათა ფორმატში] მონაწილეთა, როგორიცაა  ევროკავშირი, აშშ, არეალის გაფართოების გზით. ისინი მზად არიან ჩაერთონ, თუმცა საჭიროა, რომ რუსეთი გაგებით მოეკიდოს ამ საკითხს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ შსკ-ს [შერეული საკონტროლო კომისიის] გაფართოების შესახებ, საუბარია განსხვავებულ ფორმატზე. არ იქნებიან არც რუსები, არც ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მოდელში რუსეთი, აშშ, ევროკავშირი შუამავლის როლს შეასრულებენ და არა მოლაპარაკებებში მხარის“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთი მოქმედებს არა როგორც სამშვიდობო (peacekeeper), არამედ როგორც ტერიტორიის "გამყოფი“ (piece–keeper).

"აი, რაც ხდება რეალურად: ტერიტორიის ნაწილის ფლობა ერთგან, მეორეგან და მათი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ამ ოპერაციის არსებობას ვერ შევეგუებით. ჩვენ გვჭირდება ისეთი ოპერაცია, რომელიც იქნება მრავალეროვნული, გამჭვირვალე და პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი "პრობლემის ნაწილს“ წარმოადგენს,  თბილისს კი სურს, რომ რუსეთი "[კონფლიქტის] მოგვარების ნაწილი გახდეს“.

ბეჟუაშვილის განცხადებით, ეფექტური სამშვიდობო ოპერაციის შესაქმნელად სამი კომპონენტია საჭირო: პირდაპირი დიალოგი კონფლიქტის მხარეებს შორის, მიუკერძოებელი შუამავალი და საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსება კონფლიქტის ზონებში.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები "ტერიტორიული დავებია და არა ეთნიკური ან სხვა რაიმე სახის კონფლიქტები“.

"გავრცელებულია მითი, სადაც კონფლიქტი არასწორად აღიქმება გაყინულად. რეალურად კი, საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია გვაქვს სახეზე. ამდენად, ის [კონფლიქტი] გაყინული არ არის და აფეთქებას აპირებს“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად ძალ-ღონეს არ ზოგავს.

"წარმატებულ ქვეყანას პრობლემები არ სჭირდება... მათ, ვინც ელოდება, რომ საქართველო მოთმინებას დაკარგავს, იმედები გაუცრუვდებათ... ჩვენ ისეთი მშვიდები ვართ, როგორც არასდროს, რადგანაც ვიცით, რა გავაკეთოთ და როგორ“, - დასძინა მან.

მისი თქმით, რუსეთი შერეულ სიგნალებს აგზავნის, როცა საერთაშორისო საზოგადოებას უცხადებს, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მეორეს მხრივ, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებებს ეუბნება, რომ "არსებობს კოსოვოს მოდელი. და შეგიძლიათ წარმატების მიღწევა“.    

"რუსებმა ნათლად მიანიშნეს, რომ ისინი კოსოვოს მოდელს სხვა სეპარატისტულ კონფლიქტებს მიაბამენ და სწორედ ეს აშფოთებს საქართველოს“, - დასძინა მან.

"ამრიგად, აფხაზებს და ოსების მოტივაცია ნულის ტოლია, რომ დასხდნენ და თანაარსებობის მოდელი განიხილონ. ამგვარი შერეული მიდგომა ამ მოტივაციას ძირს უთხრის“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

მისი ვარაუდით, ზოგიერთებისთვის ევროპაში სტატუს-ქვო შესაძლოა საუკეთესო გზა იყოს თავის სამეზობლოში პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

"საქართველოს შესახებ კარგი ახალი ამბები არ მიდის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ. საქართველოდან იქნება პოზიტიური ამბებიც. ჩვენ ყველას გამოღვიძებას ვაპირებთ... ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გახმოვანებული პოზიციის მსგავსი იქნება. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11