Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს “აგენტურული ქსელის“ წინააღმდეგ "მტკიცებულების ნაწილს“ აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 სექ.'06 / 17:27

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბერს აუდიო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, "აშკარად ადასტურებს“, რომ 27 სექტემბერს დაპატიმრებული ოთხი რუსი ოფიცერი და საქართველოს თერთმეტი მოქალაქე საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობდნენ.

ვიდეო მასალაში ნაჩვენებია რუსი ოფიცრების შეხვედრა საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც 27 სექტემბერს დააპატიმრეს.

მოპოვებული მასალა ასევე შეიცავს სატელეფონო საუბარს ორ პიროვნებას შორის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) ოფიცერი კონსტანტინე პიჩუგინი, რომელიც ამჟამად ქართველი სამართალდამცავების მიერ იძებნება, ხოლო მეორე არტაშეს ბალოიანი, რუსული დაზვერვის ადგილობრივი აგენტი. ბალოიანი ესაუბრება პიჩუგინს ქართული არმიის საწყობის შესახებ სოფელ თამარისში, რომელიც მარნეულის რაიონში მდებარეობს. საუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აგვისტოს ბოლოს შედგა.

მეორე სატელეფონო საუბრისას, პიროვნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრუ-ს პოლკოვნიკი ალექსანდრე სავაა, ეუბნება მეორეს - ადგილობრივ აგენტს გია კაკაურიძეს მოინახულოს "მიდამოები“ კახეთის რეგიონში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ "მიდამოებში“ იგულისხმება ის ადგილი, სადაც თავდაცვის სამინისტროს ქვეითთა ბრიგადაა განთავსებული.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი ივლისში გაიმართა.

"ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულება ადასტურებს საქართველოში გრუ-ს აგენტურული ქსელის დანაშაულებრივ საქმიანობას. დღეს ჩვენ გადმოგცემთ აუდიო და ვიდეო მასალის ძალიან მცირე ნაწილს, რომელიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ გრუ-ს ოფიცრები პირადად ახორციელებდნენ სადაზვერვო საქმიანობას, პირადად ახორციელებდნენ საიდუმლო მასალის მოპოვებას და ქმნიან ჯაშუშურ ქსელს საქართველოს ტერიტორიაზე... საქართველოს მოქალაქეებს ითრევდნენ ჯაშუშურ საქმიანობაში და ავალებდნენ მათ საიდუმლო მასალების მოპოვებას... დამატებით მტკიცებულებას მოგვიანებით გავავრცელებთ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ეს აუდიო და ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული - www.police.ge

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13