რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი სერგეი მირონოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებამ, რომელთაც თბილისში ამიერკავკასიის რუსეთის ჯარების ჯგუფის შტაბის რამდენიმე ოფიცერი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, შესაძლოა ომის დაწყება გამოიწვიოს, იუწყება "ინტერფაქსი“ 28 სექტემბერს.
"ისტორია იცნობს არაერთ მაგალითს, როცა შპიონომანიის გამძაფრების ასეთი შეტევები, როგორც ახლა საქართველოშია, ხდებოდა სახელმწიფოს მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების მომზადების ერთ-ერთი ეტაპი “, - აცხადებს სერგეი მირონოვი "ინტერფაქსთან“ საუბრისას.
მან მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა ქართული მხარის მიერ რუსი ოფიცრების დაკავებას.
"ეს ქართული ხელისუფლების მხრიდან მორიგი ანტირუსული განწყობის გამოვლინება კი არა, მიზანმიმართული და დემონსტრაციული პროვოკაციაა“, - აცხადებს მირონოვი.