Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
/ 29 სექ.'06 / 20:12
სივილ ჯორჯია

ჯაშუშობაში ბრალდებულ ოთხ რუს სამხედრო ოფიცერს სასამართლომ 29 სექტემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, სასამართლომ სხვა სამ რუს ოფიცერს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მათ შორისაა კონსტანტინე პიჩუგინი, რომელსაც ასევე ჯაშუშობაში ედება ბრალი. თბილისი აცხადებს, რომ ამჟამად პიჩუგინი თბილისში განთავსებულ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბს აფარებს თავს და მის გადმოცემას ითხოვს. თუმცა, რუსეთმა უკვე გამორიცხა ეს შესაძლებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ათ მოქალაქესაც მიუსაჯა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ყველა მათგანს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაში ედება ბრალი.

29 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხუთი მოქალაქის ვიდეო მტკიცებულება გაავრცელა, რომელშიც ისინი აღიარებენ თავიანთ თანამშრომლობას რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან. ერთ-ერთი მათგანი, ვიქტორ ორეხოვი აცხადებს ვიდეო ჩვენებაში, რომელიც შსს-ს პრესსამსახურმა გადაიღო, რომ იგი 1999 წლიდან თანამშრომლობდა რუსულ დაზვერვასთან. მისი თქმით, რუსული დაზვერვის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა ინფორმაცია საინვესტიციო პროგრამების, ქართული შეიარაღებული ძალების, საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებული სიტუაციის შესახებ.    

ამასობაში, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი, რომელშიც 100-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე იჯდა, 29 სექტემბერს თბილისის აეროპორტიდან მოსკოვისკენ გაფრინდა რუსეთის გადაწყვეტილების შედეგად განეხორციელებინა თავისი მოქალაქეების "ნაწილობრივი ევაკუაცია“.  მოსკოვში ასევე გაემგზავრა რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო, რომელიც მოსკოვმა კონსუტაციებისთვის გაიწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს "პროპაგანდისტულ ჟესტად“ შეაფასა რუსული მხარის ეს ნაბიჯი. სააკაშვილის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ.

"ის რომ დღეს მათ გაიყვანეს ოჯახის წევრები, მე ვფიქრობ, ეს იყო გადაჭარბებული ნაბიჯი. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში რუსებს არაფერი არ ემუქრებოდათ, არ ემუქრებათ და არ დაემუქრებათ მომავალში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა აშშ–ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან კარელ დე გუხტთან.

"ვფიქრობ ყველა გაგებით ეკიდება საქართველოს პოზიციას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

დღესვე ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის ზრდის ფონზე ორ ქვეყანას "თავშეკავებისა და ესკალაციის შემცირებისკენ" მოუწოდა. სლოვენიაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას სხეფერმა განაცხადა, რომ ნატო "პირდაპირ“ არ ჩაერევა ამ საკითხში. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ასევე სლოვენიაში საუბრისას აღნიშნა, რომ რუსი ოფიცრების დაპატიმრება საქართველოს მიერ ორგანიზებული "პროვოკაციების სერიის“ ნაწილია, რომლის მიზანიცაა თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ძალისმიერი კონტროლის დამყარება.

"საქართველომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხების მოგვარების სამხედრო გზა ამოირჩია. ეს დარჩენილი პროვოკაციების წყაროა... საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედებებში ჩანს აშკარა ლოგიკა. პირველ რიგში, გააგდონ რუსი სამშვიდობოები; შემდეგ მოაგვარონ გაყინული კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო გზით და ოფიციალურად მიმართონ ნატოს წევრობისთვის“, - განაცხადა ივანოვმა.

ამასობაში, მოსკოვში საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქციების სერია გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ამ აქციების უკან "სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები“ დგანან. აქციის მონაწილეებმა  საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს და მინები ჩაამსხვრიეს. ეს ფაქტი ოფიციალურმა თბილისმა დაგმო.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11