Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი საქართველოს ’სახელმწიფო ტერორიზმში’ ადანაშაულებს
/ 2 ოქტ.'06 / 00:23
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მიერ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებას უწოდა "სახელმწიფო ტერორიზმი მძევლების აყვანით,” - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნული შეფასება პრეზიდენტმა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც 1 ოქტომბერს შედგა, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების თავმჯდომარეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე ფედერალური უშიშროების სამსახურის შეფი მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელმაც საქართველოს მიერ ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების საკითხი განიხილა.

სხდომის ღია ნაწილში პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ ადგილი აქვს რუსეთის მიმართ "ჩქმეტისა და პროვოცირების" მცდელობას. ეს გამოსვლა გადასცეს ტელევიზიებმა და ასევე გამოქვეყნებულია რუსეთის პრეზიდენტის ოფიცილაურ ვებ–გვერდზე.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თანმიმდევრულად ასრულებს ყველა არსებულ შეთანხმებას [საქართველოს] რესპუბლიკის ტერიტორიიდან ჩვენი დანაყოფების გაყვანასთან დაკავშირებით, ყველაფერ ამის მიუხედავად, როგორც ცნობილია საქართველოში დაჭერილები და ციხეებში ჩაყრილები არიან ჩვენი სამხედროები. ეს ლავრენტი პავლეს ძე ბერიას პოლიტიკის სამართალმემკვიდრეობის ნიშანია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთია [საქართველოს ხელისუფლების] პოზიცია“, – განაცხადა პუტინმა.

"სრულიად ნათელია, რომ ცდილობენ რუსეთს უჩქმიტონ და პროვოცირება მოუწყონ. ეს ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. და როგორც ჩანს, ისინი, ვინც ამას აკეთებენ, იმედოვნებენ, რომ საგარეო პოლიტიკის ანტირუსული მიმართულება საქართველოს ხალხის ინტერესებს პასუხობს. არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ თავიანთი უცხოელი სპონსორების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და შეუძლიათ თავი იგრძნონ კომფორტულად და უსაფრთხოდ. მაგრამ არის კი მართლაც ეს ასე?“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"როგორც ჩანს, არსებობენ ძალები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ახალ–ახალი კრიზისების შექმნაზე იმ იმედით, რომ ეს გამოიწვევს ძველი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას. შეიძლება ამას მოკლევადიან პერიოდში ასეთი ეფექტიც ჰქონდეს. მაგრამ უკვე სრულიად ნათელია, რომ ეს ხელს არ შეუწყობს ძველი და საკმაოდ სერიოზული კრიზისების მოგვარებას მსოფლიოში“, – დასძინა მან.

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ რუსული სააგენტოები პრეზიდენტ პუტინის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ალექსეი გრომოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ პუტინმა მისცა განკარგულება თავდაცვის მინისტრს სერგეი ივანოვს, რომ გააგრძელოს საქართველოდან ჯარების გაყვანა მიუხედავად თბილისის ანტირუსული პოლიტიკისა.

საქართველოს საგარეო უწყებას ჯერ–ჯერობით რეაგირება არ მოუხდენია პუტინის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს "სახელმწიფო ტერორიზმში“ ადანაშაულებს, მაგრამ ოფიციალურმა თბილისმა უკვე დაგმო რუსეთის ხელმძღვანელობის, მათ შორის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მკაცრი განცხადებები, როგორც "ძალის გამოყენების აშკარა მუქარა“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11