Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
"ოსების ხსნის კავშირი“ ალტერნატიულ არჩევნებს გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ოქტ.'06 / 18:57

ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ "ოსების ხსნის კავშირმა“ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში "ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმავს.

იმავე დღეს სეპარატისტული ხელისუფლება დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს.

ორგანიზაციის აქტივისტებმა 24 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ ერედვში პრესკონფერენცია გამართეს.

"ოსების ხსნის კავშირის“ ერთ-ერთი ლიდერია ვლადიმერ სანაკოევი, რომელიც ცნობილია თავისი კრიტიკული პოზიციით სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ და თბილისში განლაგებული ტელეკომპანია "ალანიას“ პოლიტიკური პროგრამის წამყვანია. გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიას, რომელმაც სამხრეთ ოსეთში მაუწყებლობა რუსულ ენაზე გასული წლის ნოემბერში დაიწყო, ოფიციალური თბილისი მფარველობს.

"ჩვენი ინიციატივის მიზანია, რომ დავანახოთ ოსებს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ედუარდ კოკოითის ალტერნატივა არსებობს“, - განუცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა "სივილ ჯორჯიას“ 24 ოქტომბერს.

ჯგუფმა ასევე ჩამოაყალიბა ე.წ. ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც უზუგბარ ქარქუსოვი ხელმძღვანელობს.

ჯერ-ჯერობით ალტერნატიულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანდიდატები არ დაურეგისტრირებია, განაცხადა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა.

თუმცა, ქართული მედია ვარაუდობს, რომ სულ ცოტა ორი საპრეზიდენტო კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას ალტერნატიულ არჩევნებში - მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი და ჯემალ ქარქუსოვი.

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერ-ირონის“ ხელმძღვანელია, სურდა სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა სეპარატისტულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ მიიღო.

ჯემალ ქარქუსოვი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანია. თუმცა, სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან უთანხმოების შემდეგ იგი ოსმა სამართალდამცავებმა 2005 წლის აპრილში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს. ქარქუსოვი 2005 წლის ნოემბერში ციხიდან გაიქცა. 

ე.წ. ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უზუგბარ ქარქუსოვი ჯემალ ქარქუსოვის ძმაა.

ამასობაში, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება 24 ოქტომბერს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის ჩაშლის მიზნით რეგიონში პროვოკაციებს გეგმავენ.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: ედუარდ კოკოითი, ოლეგ გაბოძე, ინალ ფუხაევი და ლეონიდ თიბილოვი. ორი უკანასკნელი კოკოითის მთავრობის წარმომადგენლები არიან, ხოლო გაბოძის შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ კოკოითის სურვილით მონაწილეობენ მისი კონკურენტები არჩევნებში, რათა არჩევნებს კონკურენციის სახე მიეცეს.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23