Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი საქართველოზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ოქტ.'06 / 15:01
სივილ ჯორჯია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსულ–ქართული ურთიერთობების დაძაბვის ერთადერთი მიზეზი არის თბილისის გეგმები ძალით აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე და არა საქართველოს მისწაფება ნატოსკენ.   

პირდაპირ ეთერში რუსეთის მოსახლეობის კითხვებზე პასუხისას, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების გაფართოებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე, მაგრამ აქვე დასძინა, რომ რუსეთი "ყურადღებით მიადევნებს თვალს საერთაშორისო პრეცედენტებს, მათ შორის კოსოვოს“.

"ადამიანები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებულები არიან საქართველოს მილიტარიზაციით და ჩვენც შეშფოთებულები ვართ ამით რუსეთშიც. რუსულ–ქართული ურთიერთობების გაუარესება ზუსტად ამას უკავშირდება, ზუსტად ამ მცდელობას თუ მომზადებას აფხაზური და სამხრეთ ოსური პრობლემის შესაძლო ძალისმიერი გზით მოგვარებისთვის. არა მგონია, რომ ამას სარგებელი მოყვეს, თუ საქართველოს ხელისუფლება ამაზე წავა, ვფიქრობ, რომ ეს იქნება დიდი შეცდომა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოვლენათა ამ გზით განვითარების დაშვება. თუ ადამიანებს ერთად ცხოვრება სურს უნდა გამოიყენონ მშვიდობიანი ზომები, მოძებნონ თანხმობის გზები და კომპრომისების გზები“, – განაცხადა პუტინმა.

"რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში რაღაც ტერიტორიების მიღებას, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არ მივისწაფით ჩვენი ტერიტორიების გაფართოებისაკენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი რუსეთი ყველაზე დიდ სახელმწიფოდ რჩება ტერიტორიის მიხედვით.  ჩვენ ჩვენი ტერიტორიებიც გვყოფნის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ სისხლისღვრა ამ რეგიონში. და ყველა ქმედება, სხვათა შორის, რომელსაც ბოლო დროს ჩვენ საქართველოს მიმართ ვახორციელებთ, სულაც არ არის კავშირში ნატოში გაწევრიანების გეგმებთან ან კიდევ სხვა რამესთან. ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო თავად  განსაზღვრავს, როგორ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ჩვენი ქმედებები განპირობებულია მხოლოდ  მცდელობით თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ [გასული საუკუნის] 20–იან წლებში სამი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ოსების წინააღმდეგ. ეს მძიმე ისტორია ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო და უნდა გვახსოვდეს, ვიცოდეთ ამის შესახებ და ვიმოქმედოთ უკიდურესად ფრთხილად“, – დასძინა პუტინმა. 

მისი თქმით, საერთაშორისო სამართალში გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებს შორის.

"ერთის მხრივ, ლაპარაკია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე და რუსეთი ერთგულია ამ პრინციპის, რა თქმა უნდა, საქართველოსთანაც და სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. საერთაშორისო სამართალში არის ასეთი გაგებაც – ერის უფლება თვითგამორკვევაზე– ესეც არსებობს და ამიტომ ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ უნდა ვეძებოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით მივადევნებთ თვალს საერთაშორისო პრეცედენტებს, მათ შორის კოსოვოს“, – განაცხადა პუტინმა. 

საქართველოს შესახებ კიდევ ერთ შეკითხვაზე პასუხისას, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, რომ მოძებნოს გზები ქართველ ხალხთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

"ქართველი ერი ყოველთვის ახლობელი იყო რუსეთისთვის. შეგახსენებთ, რომ საქართველო თავისი ნებით  შევიდა რუსეთის ფედერაციის, უკაცრავად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და მაშინ, როცა ის შევიდა რუსეთის იმპერიაში, მას არ ჰქონდა არც სამხრეთ ოსეთის და არც აფხაზეთის ტერიტორია. მაგრამ ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაკუთრებული პატივისცემით ვეპყრობით ქართველ ხალხს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"ჩვენ ძალიან გვაღელვებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კურსი, რომელიც მიმართულია ტერიტორიული პრობლემების ძალისმიერად გადაწყვეტისკენ. სწორედ ეს გვაწუხებს ჩვენ პირველ რიგში. ეს უნდა აღვკვეთოთ ჩვენ. ამას ვაკეთებს ჩვენს ქართველ კოლეგებთან დიალოგშიც და საერთაშორისო დონეზეც, ეუთოში. ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ სამშვიდობო ოპერაციებში, ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი. შეგახსენებთ, რომ ბევრი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ამ საერთაშორისო ვალის მოხდისას. და ბოლოს, თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია[აფხაზეთის შესახებ]. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიბაძავს სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც იგნორირებას უკეთებენ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს, ყურს მიუგდებს საერთაშორისო საზოგადოების აზრს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას იმისთვის, რომ საკუთარი პრობლემები მშვიდობიანად გადაწყვიტოს. და ჩვენ, ჩვენის მხრივ, როგორც ადრე, მზად ვართ, რომ ურთიერთობა ისეთ ახლობელ ერთან, როგორიც ქართველი ხალხია, ნორმალურ კალაპოტში გადავიყვანოთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

საქართველოს თემაზე დასმული მესამე შეკითხვა რუსეთში წარმოებულ ანტიქართულ კამპანიას ეხებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეთნიკურ პრინციპით "შერჩევითი“ მიდგომა არ უნდა იქნას გამოყენებული კრიმინალებთან ბრძოლაში.

"მე რა თქმა უნდა არ შემიძლია გავამართლო ეთნიკური პრინციპით შერჩევითი მოქმედებები, პირიქით, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებსაც და ადმინისტრაციულ ორგანოებსაც, რომ არა მხოლოდ თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან, არამედ მივიჩნევ, რომ ეს ქმედებები დაუშვებელია. განსაკუთრებით ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც რუსეთში ლეგალურად ცხოვრობენ და მითუმეტეს, ეხება რუსეთის მოქალაქეებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, "საქართველოს შემთხვევაში ამან [დეპორტაციამ] უბრალოდ მიიქცია ყურადღება“, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბულია.

"გაძევებას რაც ეხება მინდა ვთქვა, რომ სხვა რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ რუსეთში უკანონოდ, მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევით, არ მინდა დასახელება, მაგრამ ერთ–ერთი რესპუბლიკის 15 300 ათასი მოქალაქე იქნა გაძევებული რუსეთიდან, სხვა რესპუბლიკის 13 400 მოქალაქე, საქართველოსი კი 5 ათასი[თუმცა მან არ დააკონკრეტა რა პერიოდის სტატისტიკაზეა საუბარი] – განსხვავებას ხედავთ? ამიტომ ის, რომ ეს მაინცდამაინც შერჩევითია, არასწორია და არ არის მართალი", – განაცხადა პუტინმა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20