Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
"გაზპრომი": საქართველოს გაზის გაზრდილი ფასის გადახდა აქტივებით შეუძლია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ნოე.'06 / 10:28

რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე მედვედევმა განაცხადა, რომ 230 აშშ დოლარი 1 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე "პოლიტიკური“ ფასი არ არის და საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზრდილი ფასი აქტივებით დაფაროს, იუწყებიან 7 ნოემბერს "რია ნოვოსტი" და "ინტერფაქსი".

კითხვაზე თუ რომელი აქტივები აინტერესებს "გაზპრომს“,  მედვედევმა უპასუხა, რომ ეს ქართულმა მხარემ უნდა განსაზღვროს.

"ეს მათი ამოცანაა. მე მრჩეველად არ გამოვალ. წარსულში ჩვენ მივუთითეთ, რომელი აქტივები გვაინტერესებდა, მაგრამ საპასუხოდ ვერაფერი მოვისმინეთ“, – განაცხადა მედვედევმა.

ცნობილია, რომ "გაზპრომს“ მაგისტრალური გაზსადენის ყიდვა სურდა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება რუსული გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და სომხეთში. ადრე თბილისში განიხილებოდა გაზსადენის "გაზპრომისთვის" მიყიდვის საკითხი, თუმცა შემდგომში ამაზე უარი თქვეს, სავარაუდოდ, აშშ-ს ზეწოლის შედეგად. 

მედვედევის განცხადებით, შეღავათიანი ფასები გაზზე დსთ–ს ქვეყნებისათვის აღარ იქნება და საქართველოსთვის 110–დან 230 აშშ დოლარამდე 1 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა "ყველა ქვეყნის [ფასების] დონეს შეესაბამება“.

"გაზპრომის" წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყდეს, თუ 2007 წლიდან გაზრდილი ფასის თაობაზე კონტრაქტი არ გაფორმდება.

სომხეთის გაზის გამანაწილებელ ქსელზე კონტროლის დამყარების შემდეგ "გაზპრომმა" განაცხადა, რომ გაზის ღირებულება სომხეთისთვის 110 აშშ დოლარი დარჩება 1000 კუბურ მეტრზე.  

მან ასევე დასძინა, რომ საქართველოსთან კონტრაქტის გაუფორმებლობის შემთხვევაში, "გაზპრომი“ მხოლოდ სომხეთის მომხმარებელს მიაწვდია გაზს, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს საქართველოს გავლით იღებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38