Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკას ააქტიურებს
/ 5 დეკ.'06 / 13:01
სივილ ჯორჯია

ევროკავშირი მზად უნდა იყოს უფრო აქტიური როლი ითამაშოს მეზობელ რეგიონებში არსებული კონფლიქტიების მოგვარებაში, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ჩათვლით, ნათქვამია ევროკომისიის მიერ 4 დეკემბერს გავრცელებულ ახალი დოკუმენტში.  
 
დოკუმენტი, სახელწოდებით „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერება,“ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმ კუთხით, რომ თბილისი უკვე დიდი ხანია ითხოვს ევროკავშირის როლის ზრდას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში.
 
დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის არსებული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) განახლებული ვარიანტი იქნება, ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა მოამზადა.

დოკუმენტი მთელ რიგ ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს ევროკავშირის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მეზობლებს, მათ შორის ევროკავშირთან გაუმჯობესებულ სავაჭრო პირობებს და ეკონომიკურ ინტეგრაციას; გამარტივებულ სავიზო პროცედურებს გარკვეული კატეგორიის ვიზიტორებისთვის და ევროკავშირის ინიციატივებში ENP-ის პარტნიორების უფრო სისტემატური ჩართვით. 
 
საქართველო ENP-ში 2004  წელს გაწევრიანდა.  საქართველომ და ევროკავშირმა ENP-ის ფარგლებში სამოქმედო გეგმას ბრიუსელში 2006 წლის 14 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

კონფლიქტები

"გაყინული კონფლიქტები“ მხოლოდ ევროკავშირის მეზობლების პრობლემა არ არის და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მიუღწევლად ჩაითვლება, თუ ის ვერ შეძლებს თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ნათქვამია დოკუმენტში. 
 
"არსებული კონფლიქტები ევროკავშირისთვის გარკვეული საფრთხის მატარებელია, მათ შორის როგორიცაა უკანონო მიგრაცია, არასაიმედო ენერგომომარაგება, გარემოს დეგრადაცია და ტერორიზმი... ასეთმა კონფლიქტებმა შესაძლოა თავად კავშირის უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე სხვადასხვა გზით, როგორიცაა დევნილთა მასობრივი ნაკადები, ენერგომომარაგების შეწყვეტა, სავაჭრო ან სატრანსპორტო კავშირების შეწყვეტა და ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის გავრცელება, ადამიანების, ნარკოტიკებისა და იარაღის ტრეფიკინგის ჩათვლით“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა და ეს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებში შედის, "რუსეთთან უფრო ახლო თანამშრომლობის დამყარება კონფლიქტების თავიდან აცილებისა და აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გამყარების მიზნით“.

"ENP ვერასდროს ჩაანაცვლებს ამ საკითხების მოგვარების მიზნით ამჟამად არსებულ რეგიონალურ და მრავალმხრივ მცდელობებს. თუმცა, ევროკავშირი მზად უნდა იყოს უფრო აქტიური როლი ითამაშოს ამ კუთხით, რაც გულისხმობს ამ მცდელობებში ან სრულ მონაწილეობას, ან სამოქალაქო ან სამხედრო მონიტორინგში და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას,” ნათქვამია დოკუმენტში. 

თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში

შავის ზღვის ქვეყნები განსაკუთრებული ყურადღების არეალში მოექცევა, მას შემდეგ რაც ეს რეგიონი ევროკავშირის უშუალო მეზობელი გახდება 2007 წლის იანვრიდან, როდესაც კავშირს ბულგარეთი და რუმინეთი შეუერთდებიან.

"შავი ზღვის რეგიონში ფართო თანამშრომლობა შესაძლოა გარკვეულწილად დაეხმაროს ხანგრძლივი რეგიონალური კონფლიქტების მოგვარებისთვის ნიადაგის მომზადებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

იგი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას (BSEC)  განიხილავს როგორც რეგიონის ქვეყნებთან დიალოგის წარმართვის მთავარ საშუალებას.

ამჟამად, ევროკომისია BSEC-თან ახლო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას. ევროკომისია აპირებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე BSEC-თან რეგულარული დიალოგის ინიციატივით გამოვიდეს, "რაც დაეხმარება ევროკავშირს შავი ზღვის რეგიონალური პოლიტიკის განხორიელების საქმეში.“

ევროკომისია ასევე აპირებს შავ ზღვის რეგიონთან დიალოგის გაძლიერების საკითხი 2007 წელს ცალკე დოკუმენტში ასახოს.

განახლებული სამეზობლო პოლიტიკას ევროკავშირის საბჭო და პარლამენტი განიხილავს. იგი ასევე გახდება ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან დიალოგის საგანი.

ევროკომისია გეგმავს, რომ ამ საკითხის განხილვას 2007 წელს მაღალი დონის კონფერენცია მიუძღვნას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22