Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის თქმით, საქართველო მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 იან.'07 / 11:32

რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” 27 იანვარს მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის მოსკოვთან დიალოგისთვის იმ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომლებიც ორივე მხარის მიერ დაშვებული შეცდომების გამო დაიძაბა.

”ვფიქრობ, რომ შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა. შეცდომები ქართულმა მხარემაც დაუშვა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკა სწორია - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ეს ჩვენს მეზობლებთან გაუცხოების გარეშე უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენმა მეზობლებმაც უნდა გაიგონ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ - მათ უნდა მიიღონ ეს და უფრო მეტიც, ისინი უნდა დაგვეხმარონ ამ პროცესში”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან "თანამედროვე პოლიტიკის” ხასიათი დაადანაშაულა იმ მკაცრ რიტორიკაში, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ოფიციალური პირების მიერ რუსეთის მისამართით გაისმა.

“რა თქმა უნდა, იყო შემთვევები, როდესაც ჯობდა რაღაცის ართქმა, ან სხვანაირად თქმა. მაგრამ, თქვენ იცით, რომ თანამედროვე პოლიტიკა მარათონს ჰგავს. არსებობს ბევრი განსხვავებული მომენტი და ასპექტი და ყოველთვის არ არის შესაძლებელი ამის გაკონტროლება. ხალხი ყოველთვის ელოდება შენს რეაქციას. საჭიროა ყოველთვის სიმართლის თქმა ხალხისთვის. ზოგჯერ, როდესაც შენ სიმართლეს ამბობ, ეს ყოველთვის მოსახერხებელი არ არის სხვა სახელმწიფოებისთვის ან სახელმწიფოების ლიდერებისთვის. ეს არის კომპრომისის საკითხი. ამრიგად, როდესაც არჩევანზეა საქმე, მე ვარჩევ  დავრჩე იმად, რაც ვარ და დავუშვა, რამდენიმე პოლიტიკური შეცდომა, ვიდრე ამ თამაშში ჩევერთო”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან იქვე დასძინა, რომ თბილისი მხოლოდ მიესალმება იმ ფაქტს, რომ ორ ქვეყანას შორის მკაცრი ”რიტორიკა შენელდა”.

სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი ელჩის საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, ზოგიერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ თბილისმა საპასუხო შემრიგებლური ნაბიჯები უნდა გადადგას.

”გულწრფელად რომ ვთქვა, მე კარგად არ მესმის, როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ, რადგანაც ეს გადაწყვეტილება [ელჩის დაბრუნება] ოყო რუსეთის შიდა საქმე, რადგანაც ელჩი მათ თავად გაიწვიეს და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რომ ის დაბრუნდა თბილისში... ჩვენ არ გამოგვიწვევია ჩვენი ელჩი რუსეთიდან, ამრიგად რუსეთის ამ გადაწყვეტილებაზე საპასუხო არაფერი გვაქვს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია უპასუხოს მხოლოდ ”თბილი გულით” და ”მზადყოფნით გამართოს დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებიც დაგროვდა”.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ მადლიერი უნდა იყოს იმ ადამიანების რუსეთში, რომელთაც საქართველოზე ეკონომიკური სანქციების დაწესება გადაწყვიტეს, რადგანაც ეს დაეხმარა ქვეყანას საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მოეხდინა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის გაზის ღირებულების გაორმაგების თაობაზე უბიძგა ქვეყანას ალტერნატიული წყაროები ეძებნა.

”დაახლოებით თებერვალში ან მარტის დასაწყისში, ვფიქრობ, საქართველოს გაზით მომარაგების 80% აზერბაიჯანიდან შემოვა. ჩვენ ასევე შევინარჩუნებთ რუსულ წყაროს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არ არის პროგნოზირებადი წყარო და მეორეც, ფასი უზარმაზარია”, - დასძინა პრეზიდენტმა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22