Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბოკერიამ ზერეკიძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ”უპასუხისმგებლო კამპანია” უწოდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მარ.'07 / 18:38

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, არასრულწლოვანი პატიმრის გიორგი ზერეკიძის საქმის გარშემო განვითარებული კამპანია ”უპასუხისმგებლოა” და ხელისუფლება აპირებს კიდევ უფრო გაამკაცროს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები, მათ შორის კანონმდებლობის მეშვეობით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ 15 წლის გიორგი ზერეკიძისთვის გამოტანილ განაჩენს, რომლითაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მოტივით ზერეკიძეს 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, მედიის მეშვეობით საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებს კრიტიკის საბაბი გახდა. ამ საქმის გამო ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციებიც მოაწყვეს.

”ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გავხდით უპასუხისმგებლო კამპანიის მოწმე, რომელიც ემყარებოდა სიცრუეს, არაინფორმირებულობას ან სიზარმაცეს... ასეთი საზოგადოებრივი ყურადღების მიუხედავად, სასამართლო დარბაზიდან წივილ-კივილისა და სკამებზე ხტომის გარდა რეალური ამბის გამოტანა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, ეს არის მინუსი მედიისაც, პროკურატურისაც და პოლიტიკური ოპონენტების დიდი ნაწილის, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი თემა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ”, - განაცხადა ბოკერიამ საგანგებოდ ამ თემისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველას გააგებინებს, რომ დანაშაულის ჩამდენებთან, მათ შორის ახალგაზრდებთან, ბრძოლა იქნება მკაცრი და ”ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია იქნება იზოლირებული”.

ბოკერიას განცხადებით, მოქმედებს სისხლის სამართლებრივი აკრძალვა 21 წლამდე ახალგაზრდებისათვის ცივი იარაღის ტარების თაობაზე, ასევე გეგმაშია მკაცრი სანქციების დაწესება მათზე, ვინც არასრულწლოვანებს ტოტალიზატორში თამაშის საშუალებას მისცემს.

ასევე იწყება მუშაობა ანტისოციალური ქმედებების საკანონმდებლო პაკეტზე.

”საუბარია ისეთ სანქციებზე, რომლებიც მონიტორინგის ქვეშ მოაქცევს ახალგაზრდებს მანამ, სანამ ისინი საშიში გახდებიან საზოგადოებისთვის... მექანიზმი იქნება სანქციები მშობლების, სკოლის მიმართ... ჩვენ საერთაშორისო გამოცდილებას დავეყრდნობით”, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ასევე განიხილება რეალური შესაძლებლობები, რომ გამკაცრდეს სანქციები სასამართლოში ანტისოციალური ქმედებების გამო.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
50