Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სანაკოევის მოძრაობა ქართულ-ოსური კონფერენციის ჩატარებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 მარ.'07 / 14:45

სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის დიმიტრის სანაკოევის მოძრაობა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი - მშვიდობისათვის”  ქართულ-ოსური საყოველთაო სახალხო კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

მოძრაობის სპიკერის ვლადიმერ სანაკოევის განცხადებით,  კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომლის სურვილია მშვიდობა და ნდობის აღდგენა ქართულ და ოსურ მხარეებს შორის.

მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივას ცხინვალშიც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა ”სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ვერ სარგებლობს უფლებით თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება...ამაში ხელს უშლის ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება”.

ვლადიმერ სანაკოევმა ასევე განაცხადა, რომ ”სამხრეთ ოსეთის ხალხი - მშვიდობისათვის” მოძრაობა მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას  სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით.

ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ცხინვალში მიმდინარე წელს საყოველთაო ოსური შეკრების გამართვას გეგმავს.

სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ასევე დაგმო თბილისის გეგმები მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თაობაზე.

”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არ დაუშვას ”დროებითი” ან ”ალტერნატიული” სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა და ფუნქციონირება მის ტერიტორიაზე. [ამ სტრუქტურების] საქმიანობა მიმართულია ქართულ-ოსური ურთიერთობების შემდგომი გაუარესებისკენ და ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას”, - აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 28 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.    

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
68