Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ მხარს უჭერს თბილისის გეგმებს კონფლიქტების მოგვარების თაობაზე
/ 2 აპრ.'07 / 10:48
სივილ ჯორჯია

თბილისის ბოლოდროინდელი პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე შეესაბამება აშშ-ს მთავრობის რეკომენდაციებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დასასრულს.  

ვიზიტის ფარგლებში მეთიუ ბრაიზამ შეხვედრები გამართა საქართველოს ხელმძღვანელობასთან და ასევე ქართული პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვან ფიგურებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან, გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან და განათლების მინისტრთან ალექსანდრე ლომაიასთან. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.   

კონფლიქტები

პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ინიციატივა სამხრეთ ოსეთში დროებითი ტერიტორიული ერთეულის შექმნის თაობაზე, რომლის დროებით ადმინისტრაციასაც სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის ”ალტერნატიული ლიდერი” დიმიტრი სანაკოევი უხელმძღვანელებს განიხილება, როგორც თბილისის კიდევ ერთი ნაბიჯი კონფლიქტის ზონაში ათწლიანი სტატუს კვოს მოსაშლელად - ამ ტენდენციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვი და მის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება.       

საქართველოს ოფიციალური პირების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს ინიციატივა მეთიუ ბრაიზასთან გამართულ შეხვედრებზეც განიხილებოდა.

ბრაიზამ აღნიშნა, რომ ის ”არ იცნობს სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული ერთეულის შესახებ ინიციატივის სპეციფიკას”. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიდგომა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მიმართ ”ზუსტად ისეთივეა, როგორ ის მიდგომა, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით თქვენს ლიდერებთან ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე”.

30 მარტს თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ ”ბოლო თვეების მანძილზე ძალიან კონსტრუქციული და ძალიან ეფექტური პოზიცია დაიკავა”.

”სწორედ ის მიდგომები, რასაც ჩვენ ვთავაზობდით [საქართველოს ხელისუფლებას], ამის სისრულეში მოყვანა ხდება ახლა. ეს არის პოზიტიური მოტივების გამოყენების მცდელობა - კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამუშაო ადგილების, - რათა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა დანარჩენ საქართველოსთან დაახლოება მოხდეს,”- აღნიშნა ბრაიზამ.   
 
ბრაიზა ასევე მიესალმა იმ თავშეკავებას, რომელიც თბილისმა გამოიჩინა 11 მარტს ზემო კოდორის ხეობაზე განხორციელებული თავდასხმის დროს.

მისი თქმით, თბილისის მშვიდმა რეაქციამ მხოლოდ ”გააძლიერა საქართველოს საერთაშორისო პოზიცია”.

”საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, რომ მისი პროვოცირება შეუძლებელია მის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის გზით,” - დასძინა ბრაიზამ.  

მან ასევე დაგმო 25 მარტის თავდასხმა, რის შედეგადაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარ ”ტერორისტულ აქტს” ორი ქართველი პოლიციელი ემსხვერპლა.

ოპოზიციის პრეტენზიები

საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრების წინ, მეთიუ ბრაიზა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.

ბრაიზას განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების მკაფიო მესიჯი იყო ”აბსოლუტურად ერთიანი მხარდაჭერა” საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

”და მე მოვისმინე აზრიანი, კონსტრუქციული და მე ვიტყოდი, სამართლიანი წუხილები და კრიტიკა მრავალი ასპექტის მიმართ, მათ შორისაა დემოკრატიული რეფორმა და სასამართლო რეფორმა,”- დასძინა მან.

მისი თქმით, შეხვედრის დროს ოპოზიციამ ყველა ის საკითხი დააყენა, მათ შორის საკუთრების უფლებების დარღვევები და სასამართლო სისტემაში არსებული სიტუაცია, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური დებატების მთავარი თემებია.

ბრაიზამ აღნიშნა, რომ საქართველომ ”მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა” რეფორმების თვალსაზრისით, თუმცა ”ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზაა გასავლელი”.

29 მარტს აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერების რეაქცია, ძირითადად, დადებითი იყო.

”ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლები  უფრო და უფრო რეალისტურად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ისინი [ამერიკული მხარე] საქართველოს მეგობრებად რჩებიან, მაგრამ მათი რიტორიკიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ ისინი უფრო კარგად ეცნობიან აქ არსებულ პრობლემებს. ძალიან ბევრი საკითხი ხდება განსჯის საგანი და არა უპირობო მხარდაჭერის საგანი, როდესაც რაიმე ინიციატივაა ხელისუფლებიდან,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს სარჩელი დეპორტაციის თაობაზე ”არ არის არამეგობრული ნაბიჯი”

საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი განაცხადის შეტანის ფაქტზე საუბრისას მეთიუ ბრაიზამ მიანიშნა, რომ ორმხრივი კომპრომისი შესაძლოა დაეხმაროს მხარეებს დავის მოგვარებაში.

მისი თქმით საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე არ არის ”არამეგობრული ნაბიჯი”, როგორც ამას რუსეთი უწოდებს.

”არამეგობრული ნაბიჯი იყო ქართველთა დეპორტაცია რუსეთიდან.... ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას სიმშვიდისაკენ და მშვიდი რეაგირებისაკენ ისეთი დასაგმობი ფაქტებისადმი, როგორსაც ადგილი ჰქონდა ეთნიკურ ქართველთა დეპორტაციაში. ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა ევროპაში მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას, ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანას და არსებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, ნაცვლად პოლიტიკური რიტორიკისა... საქართველოს მთავრობა ცდილობს თავისი მოქალაქეების უფლებები საერთაშორისო ნორმებით აღიარებული პრაქტიკის ფარგლებში დაიცვას,” - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

”იმედი მაქვს, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან იქნება საქართველოსთვის სანქციების მოხსნა. ამის საპასუხოდ კი საქართველო გამოხატავს კეთილი ნების ჟესტს. ეს იქნება ორმხრივი ნაბიჯები, რაც მიგვიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობამდე,”- დასძინა ბრაიზამ.

 


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25