Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მაი.'07 / 10:40

ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 13 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან ერთ საათში თანამდებობიდან გადადგა, იტყობინება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური. 

”საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ფედერაცია ერთ ოჯახად. ვაპირებ, რამდენიმე კვირაში მოვიწვიო ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს,” - განუცხადა გიორგი ნემსაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ახლადარჩეული პრეზიდენტისგან, რომელიც ამ თანამდებობაზე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. ნემსაძემ ორ კანდიდატს აჯობა - ნოდარ ახალკაცს, ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებზე მისი ძირითადი კონკურენტი იყო და მამუკა კვარაცხელიას, სპორტულ ჟურნალისტს.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს წევრს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ნემსაძეს ხელისუფლებაში თავისი მხარდამჭერები ჰყავდა მაშინ, როცა ხელისუფლების ერთი ნაწილი ნოდარ ახალკაცის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

 

  
 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18