Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი კონფლიქტების მოგვარების ტაქტიკაზე საუბრობს
/ 5 ივლ.'07 / 16:17
სივილ ჯორჯია

სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ”ხალხის ძალა” და აფხაზეთთან მიმართებაში ”მოქნილი ძალის” გამოყენება შეიძლება გახდეს გასაღები ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 ივლისს.

“როიტერთან” ინტერვიუში სააკაშვილმა აფხაზეთის კონფლიქტი შეაფასა, როგორც ”მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დავიწყებული ეთნიკური წმენდა”.

“როგორ შევცვლით ამას? 21-ე საუკუნის ’მოქნილი ძალის’ გამოყენებით,” – დასძინა მან.

სააკაშვილი გულისხმობდა საერთაშორისო ურთიერთობების იმ თეორიას, რომელიც - როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოსეფ ნაი განმარტავს - “არის უნარი მიიღო ის რაც გსურს სხვების მოზიდვითა და დარწმუნებით, რომ მათ გაიზიარონ შენი მიზნები.”

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს როლი აფხაზეთთან მიმართებაში გააკრიტიკა როგორც ”არადამაკმაყოფილებელი” და დასძინა რომ თბილისს სურს  “ევროკავშირის მეტი მონაწილეობა” ამ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.
 
“რაც ჩვენ გვინდა. . . ეს არის საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიცია იმაზე, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს უკან [აფხაზეთში] დაბრუნების უფლება,” – განუცხადა სააკაშვილმა “როიტერს”.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი 29 ივნისს ხანმოკლე ვიზიტით ეწვია თბილისს და პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, მხარეებმა აფხაზეთის კონფლიქტზე გაამახვილეს ყურადღება. 

ივნისში, სოხუმში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ განაცხდა, რომ ევროკავშირი “მხოლოდ ახლა იწყებს რეალურად ჩართვას” ნდობის აღდგენის ღონისძიებებში, რათა დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში. 
 
კერძოდ, ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობებს, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს აფხაზეთმა საქართველოს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკიდან.

სამხრეთ ოსეთზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ხალხის ძალამ”, როცა ადამიანებს მიეცემათ აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება, შესაძლოა შეცვალოს სიტუაცია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში.   

“ამგვარი სიტუაციების უნივერსალური მოგვარება შესაძლებელია უფრო მეტი დემოკრატიის მინიჭებით,” – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, გარკვეული ძალები ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ სამხრეთ ოსეთის ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაიწყონ მოლაპარაკებები.

“მაგრამ ისინი [ეს ძალები] ვერ მიაღწევენ წარმატებას,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე გამორიცხა ეჭვები თითქოს თბილისი ძალის გამოყენებისთვის ემზადება. სამხრეთ ოსეთის მხარე იტყობინებოდა 4 ივლისს, რომ ქართული მხარე ბოლო დღეების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში ძალების კონცენტრირებას ახდენს. 

“ამ სიტუაციის ძალისმიერი მოგვარების გზა არ არსებობს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ოფიციალურმა თბილისმა ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება დაიწყო ცხინვალის რეგიონის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების განახლება მხოლოდ ხელს შეუშლის მის მცდელობებს რეგიონის მოსახლეობას საკუთარი მიღწევები დაანახოს.

თბილისს სურს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს,  სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების ნდობით აღიჭურვოს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24