Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სანაპირო დაცვამ აფხაზეთიდან მომავალი თურქული გემი დააკავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ივლ.'07 / 19:11

საქართველოს სანაპირო დაცვამ დღეს კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ”ცხელ კვალზე” დევნის შედეგად თურქეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დააკავა, განუცხადეს ”სივილ ჯორჯიას” სასაზღვრო პოლიციაში.

გემი, რომელიც ქვანახშირით იყო დატვირთული, ოჩამჩირის პორტიდან გამოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. ხვალ დილისთვის გემი ფოთის პორტში იქნება უკვე გადმოყვანილი.

აფხაზური მხარე ასევე ავრცელებს ინფორმაციას გემის დაკავების შესახებ. დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან ბჟანია არ აკონკრეტებს ნეიტრალურ წყლებში გემის დაკავების მიზეზებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს აფხაზეთის წინააღმდეგ თბილისის პროვოკაციის ნაწილია. 

”ასეც იყო მოსალოდნელი, სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ესკალაციის პარალელურად საქართველო აფხაზეთის მიმართულებითაც გააქტიურდა,”- იუწყება ”აფსნიპრესი” ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით.

დღესვე სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდებარე საზღვაო სივრცეში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 16 მაისს დაკავებული გემი "პინგვინი" აუქციონის წესით 163 000 ლარად გაიყიდა.

გემი სასამართლოს გადაწყვეტილებით კონფისკირებულ იქნა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდებარე საზღვაო სივრცე და პორტები დროებით დახურულია ყველა სახის საზღვაო მოღვაწეობისათვის, გარდა ჰუმანიტარულისა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30