Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეთნიკური ოსები თამარაშენში შეიკრიბნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ივლ.'07 / 10:40

საქართველოს ეთნიკური ოსური მოსახლეობა 22 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში გამართულ კონფერენციაზე შეიკრიბა.

100-მდე ეთნიკურმა ოსმა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

კონფერენცია თამარაშენში ახლად აშენებულ მრავალფუნქციურ კომპლექსში გაიმართა.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ვარიანტი არსებობს: ან კონფრონტაცია ან თანამშრომლობა და ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში საქართველოსთან ერთად.

”ეს გზა სავსეა გამოწვევებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოსები ყველა პრობლემას გადალახავენ,” - განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გზა არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას. ”ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ახლო ურთიერთობები რუსეთთან და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასთან,” - განაცხადა სანაკოევმა.

მისი თქმით, მის ადმინისტრაციას ახლო ურთიერთობა ექნება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან საქართველოს სახელმწიფოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის საქმეში.

კრებაზე გადაწყდა 15 წარმომადგენლის შერჩევა სამთავრობო კომისიასთან სამუშაოდ. კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს, სანაკოევის ადმინისტრაციასთან ერთად სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობს.

კონფერენციაზე გამოსვლისას დიმიტრი სანაკოევმა სეპარატისტული ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ედუარდ კოკოითი ”ოს ხალხს მომავალს ართმევს”.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება ასევე გეგმავს გამართოს სექტემბერში, ჯავაში ოსი მოსახლეობის საყოველთაო შეკრება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31