Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული პრესა დაბომბვის ინციდენტზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აგვ.'07 / 12:30

ქართული პრესა აქტიურად აშუქებს 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მახლობლად განხორციელებული საჰაერო თავდასხმის თემას.

თავდასხმას, რომელშიც თბილისი მოსკოვს ადანაშაულებს, მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მართვადი რაკეტა არ აფეთქებულა. რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს კავშირს ინციდენტთან, რომლის ორგანიზებაშიც არაპირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას ადებს ხელს.

გაზეთი ”24 საათი” 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით ”თავდასხმა მოტივაციის გარეშე” აცხადებს, რომ ბუნდოვანია რუსეთის ძალისმიერი ოპერაციის მიზეზები, მაშინ როცა 11 მარტს კოდორის ხეობის დაბომბვის შემთხვევაში მოხდა იმის დემონსტრირება, თუ როგორ ადვილად შეუძლია რუსეთს თავდასხმა, ”თუ საქართველო მოსკოვის პოლიტიკურ მოთხოვნებს არ გაიზიარებს”

კოდორის შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთი თავდასხმაში ღიად არ დაადანაშაულა უტყუარი მტკიცებულებების არ არსებობის გამო.

”თუ რა ოფიციალურ დასკვნას გამოიტანენ ამჯერად დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ინსტიტუტები, დამოკიდებულია როგორც შეგროვებულ მტკიცებულებებზე, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებში თავად რუსეთის გავლენაზე,”- წერს 24 საათი.

გაზეთი ასევე მიანიშნებს, რომ ამ დღეებში ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის 58-ე არმიის წვრთნები, მათ შორის SU-24 ტიპის ბომბდამშენების მონაწილეობით. საქართველო აცხადებს, რომ ამ ტიპის თვითმფრინავმა დაარღვია საჰაერო სივრცე და დაბომბა ტერიტორია.

”იყო ეს წვრთნების მონაწილე ქვედანაყოფების მიერ ”პოტენციური მოწინააღმდეგის” ტერიტორიაზე ”ძალების მოსინჯვა”, თუ  ეს აქცია  სულ სხვა მიზნით იყო განხორციელებული? პასუხი ამ კითხვაზე მხოლოდ ოპერაციის უშუალო ორგანიზატორებს აქვთ,”- აცხადებს ”24 საათი”.

გაზეთი ”რეზონანსი” 8 აგვისტოს წერს, რომ შესაძლოა რაკეტის სამიზნე სოფელი ქურთა ყოფილიყო, სადაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის რეზიდენციაა განთავსებული, მაგრამ გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა გეგმები შეცვალა.

გაზეთის ვარაუდით, თავდასხმა შესაძლოა მიზნად ისახავდა შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში თბილისში 9-10 აგვისტოს დაგეგმილი მოლაპარაკებების ან აგვისტოში სააკაშვილი-პუტინის შესაძლო შეხვედრის ჩაშლას.

რუსეთის ჩანაფიქრი ასევე არ არის გამორიცხული, რომ სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების გამოწვევა ყოფილიყო, აცხადებს ”რეზონანსთან” საუბარში პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ”რუსები ფრთხილად მოქმედებენ, არ მუშაობენ მსხვერპლზე, რათა საერთაშორისო გაღიზიანება არ გამოიწვიონ. ისინი მუშაობენ ქართველების გაღიზიანებაზე, რომ საქართველოს გადავიდეს მსხვერპლის წარმოებაზე”.

ოპოზიციური პარტიის საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ დაბომბვა საქართველოს ხელისუფლების მიერ გათამაშებული სპექტაკლი იყო.

”მე პირადად მიჭირს დავუჯერო [შს მინისტრს ვანო] მერაბიშვილს, რომელიც ცნობილია აუფეთქებელი ბომბების პოვნით, ”- აცხადებს ”რეზონანსთან” საუბარში ზურაბიშვილი, ”გასაკვირია, რომ ზაფხულობით, ერთსა და იმავე პერიოდში ხდება მსგავსი აგრესიები... არ ვიცი როდემდე აპირებს ხელისუფლება ამ კარგად ცნობილი და მოძველებული ტექნოლოგიის გამოყენებას”.

ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყონდა შარშან ზაფხულში კოდორის ხეობაში ჩატარებული შეიარაღებული ანტიკრიმინალური ოპერაცია და 2004 წლის აგვისტოში მომხდარი სისხლიანი შეტაკებები თბილისსა და ცხინვალს შორის.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20