Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოხსენება დაბომბვის ზოგიერთ დეტალზე საუბრობს
/ 9 აგვ.'07 / 15:57
სივილ ჯორჯია

რადუგა KH-58 ტიპის ანტი-სარადარო მართვადი
რაკეტის ფრაგმენტი შემთხვევის ადგილზე.
თავდაცვის სამინისტროს ფოტო.
სარადარო მონაცემები, რომელსაც სამშვიდობოებისა და ეუთოს დამკვირვებლების ერთობლივი ჯგუფი გაეცნო, ადასტურებს, რომ 6 აგვისტოს თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოვიდა რუსეთთან მოსაზღვრე სტეფანწმინდას (ყაზბეგის) მიდამოებიდან.
 
საქართველო აცხადებს, რომ რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა, SU-24-მა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და შიდა ქართლის სოფლების შავშვებისა და წითელიუბანის მიდამოებში, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს ჩამოაგდო რუსული წარმოების რადუგა KH-58 ტიპის, ტაქტიკური ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა, რომელიც არ აფეთქებულა. ეს ადგილი დაახლოებით 80 კმ-ითაა დაშორებული რუსეთის საზღვრიდან და 65-მდე კილომეტრით თბილისიდან.
 
საქართველოში ეუთოს მისიის მოხსენება, რომელიც ”სივილ ჯორჯიას” კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მიაწოდა,  თავს უყრის იმ პირველად ინფორმაციას, რომელიც ეუთოს დამკვირვებლებისა და ერთობლივი სამშვიდობო ძალების მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფმა მომხდართან დაკვშირებით შეაგროვა.

ანგარიში ემყარება ინფორმაციას, რომელიც შეგროვდა ინციდენტის ადგილას, ასევე თვითმხილველთა - ადგილობრივი მოსახლეობისა და იქვე მდებარე საგუშაგოებზე მყოფ სამშვიდობოების - მონაცემებს. მსგავსი მოხსენებები რუტინულ ხასიათს ატარებს და კეთდება ყოველთვის როცა კონფლიქტის ზონაში რამე ინციდენტი ხდება. ის არ არის სრულყოფილი გამოძიების ამსახველი დოკუმენტი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფს სარადარო მონაცემები ქართულმა მხარემ 7 აგვისტოს წარუდგინა. ამობეჭდილი სარადარო მონაცემები აჩვენებს, რომ თვითმფინავი საქართველოს საჰაეროს სივრცეში გრინვიჩის დორით 14:31 საათზე შემოვიდა სტეფანწმინდას სიახლოვეს და 10 წუთში იმავე მარშრუტით დატოვა საქართველოს ტერიტორია. სტეფანწმინდა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სოფელ წითელუბანიდან, სადაც რაკეტა იქნა ნაპოვნი.
 
რადარის თანახმად, ნათქვამია ანგარიშში, ინციდენტში მხოლოდ ერთი თვითმფრინავი მონაწილეობდა.
 
ინციდენტის ადგილის შესწავლის შემდეგ ერთობლივმა ჯგუფმა სამშვიდობოების ახლომდებარე ორი პოსტი მოინახულა. ერთი მათგანი დიდ ღრომში, ხოლო მეორე წინაგარში მდებარეობს. ორივე მათგანი ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის ჯარისკაცებით არის დაკომპლექტებული. (ერთობლის სამშვიდობო ძალებში ასევე შედიან ქართული და რუსული ბატალიონები).
 
წინაგარის პოსტზე განლაგებულმა სამშვიდობოებმა განუცხადეს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფს, რომ მათ დაინახეს საფრენი აპარატი, რომელიც ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 3 ათას მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა. სანამ თვითმფრინავი სამშვიდობოთა საგუშაგოს მიუახლოვდებოდა, ანგარიშის თანახმად, მან გაისროლა რაკეტა, შემდეგ გადაუხვია და ისევ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გაფრინდა უკან.
 
დიდი ღრომის საგუშაგოს წარმომადგენლებმა იგივე განაცხადეს, რაც მათმა კოლეგებმა წინაგარიდან, თუმცა დაუმატეს რომ კიდევ ერთი რაკეტა იქნა გასროლილი. ”ერთადერთი განსხვავება [წინაგრისა და დიდი ღრომის] ჩვენებებს შორის იყო ის რომ, [დიდ ღრომის] საგუშაგოზე დაინახეს და გაიგონეს რაკეტის გასროლა,” - ნათქვამია მოხსენებაში.

სამხრეთ ოსური მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ქვემო ზახარში მცხოვრებლებმა ასევე ”დაადასტურეს, რომ რაკეტა სოფლის სამხრეთიდან იქნა გასროლილი”.
 
ანგარიში არ მოიცავს სხვა ინფორმაციას  ამ უკანასკნელი ფაქტის შესახებ, თუმცა როგორც ჩანს აქ საუბარია ხმელეთიდან გასროლილ რაკეტაზე. ეს პირდაპირ ემთხვევა სამშვიდობო ძალების რუსი სარდლის მარატ კულახმეტოვის განცხადებებს. მან 7 აგვისტოს ”რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ გაურკვეველ საფრენ აპარატს სამხრეთ ოსური მხრიდან გაუხსნეს ცეცხლი. ამ ვერსიას ზურგი გაუმაგრა ქართული საგამოძიებო ჯგუფიდან ანონიმური წყაროს ინფორმაციამ, რომ მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელიც 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა, რაკეტა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მახლობლად კი არ გაისროლა, არამედ უბრალოდ ჩამოაგდო მას შემდეგ, რაც მას სამხრეთ ოსური მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს.

ითქვა, რომ სამხრეთ ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა SU-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს ”სტრელას“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს. თუმცა ცხინვალმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები განაცხადა რა, რომ იმ ტერიტორიაზე განლაგებულ მათ ძალებს მხოლოდ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი გააჩნიათ.

8 აგვისტოს პრესკონფერენციაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის ბრალდებებს  - რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია  - ზურგი გაუმაგრა ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის დასკვნამ.
 
თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ინციდენტის დამატებითი გამოძიება და საქართველომ  ”პარტნიორ ქვეყნებთან” კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას ”საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი”.
 
”ვიწვევთ ამ ექსპერტთა ჯგუფში ყველა პარტნიორ ქვეყანას, ეს იქნება სამხედრო ექსპერტი, ეს იქნება ავიაციის ექსპერტი ან სხვა ექსპერტები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას იმაში, რომ დადასტურდეს და შესწავლილი იქნას სათანადოდ ის ბაზა, ის მტკიცებულებები, რომელიც შეგროვილი იქნა ქართული მხარის მიერ,”- განაცხადა მან და დასძინა, ”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ყველასთან, ვისაც სურს სიმართლის დადგენა”.   

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა განაცხადა, რომ ”სრულყოფილი გამოძიება” უნდა ჩატარდეს 6 აგვისტოს მომხდარ დაბომბვის ინციდენტზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში დაგმო ინციდენტი და ყველა მხარეს მოუწოდა ”ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობისა და ეუთოს მიერ წარმოებულ გამოძიებასთან”.

რუსეთმა, რომელმაც ინციდენტს რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაცია უწოდა, ასევე განაცხადა, რომ საჭიროა დეტალური გამოძიების ჩატარება, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21