Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გორში მაღალჩინოსნების დაკავებას დაპირისპირება მოჰყვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 სექ.'07 / 19:02

შიდა ქართლის გუბერნატორმა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარმა მიხეილ ქარელმა გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები მას შემდეგ, რაც დღეს გორში მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ მას და საკრებულოს წევრებს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

”ეს არის სამარცხვინო ფაქტი რაც მოხდა გორში, რომ საკრებულოს წევრები, მოსახლეობის მიერ არჩეულნი არ შეუშვეს საკრებულოს სხდომის ჩასატარებლად. ეს არის მართლაც სამარცხვინო ფაქტი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ქადაგებენ დემოკრატიას და დემოკრატიულ პრინციპებს”, - განაცხადა ქარელმა. 

”ამ უმსგავსო, ამ მართლაც საშინელი ფაქტის შემდეგ, მე მართლაც მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის,”- დასძინა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა გადაწყვეტილებას გაახმოვანებს უახლოეს ხანებში და იქნება თუ არა ეს მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებული.  ყველაფერი ეს ხდება იმ ფონზე, როცა ახლოვდება ირაკლი ოქრუაშვილის ახალი ოპოზიციური პარტიის პრეზენტაცია, რომელიც ასევე უახლოეს ხანებში იგეგმება.

არეულობა გორის ადმინისტრაციის შენობის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს დილით პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს გორის გამგებელი
ვასილ მახარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპუნაშვილი, ქარელის ყოფილი გამგებელი გაიოზ ზარანდია და კიდევ სამი მაღალჩინოსანი.

სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება მოახდინეს დამატებითი მტკიცებულებების მოძიების მიზნით.

სპეცოპერაციას საპროტესტო შეკრება მოჰყვა ქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ადმინისტრაციის შენობის წინ მივიდნენ ასევე მიხეილ ქარელი და დეპუტატი მმართველი უმრავლესობიდან თეო ტლაშაძე, რომელიც ასევე ოქრუაშვილის გუნდში მოიაზრება.  მათი განცხადებით, პოლიციამ შენობისკენ გზა გადაუღობა გორის საკრებულოს წევრებს, რომლების სხდომის გამართვას გეგმავდნენ.

”ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზეზით ხდება,”- განუცხადა ტლაშაძემ ჟურნალისტებს, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავდა. 

გორის ხმაურიან დაპირისპირება ”გაკვირვების საფუძველს” ქმნის, განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრობა ან ხელისუფლებაში ყოფნა ”იმუნიტეტი” არ არის, ”იმისთვის რომ ფული მოეპარათ”.

”თუ ვინმეს ეგონა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალიდან წასვლის სურვილი მისცემდა მას იმუნიტეტს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პოლიტიკური ძალის წევრია და რომელ თანამდებობას იკავებს  - არის ის გუბერნატორი თუ სხვა, ჩვენ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომ თუ დანაშაული ჩადენილია, მის წინააღმდეგ იქნება გამოძიება,”- განაცხადა ბოკერიამ. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13