Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შიდა ქართლის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 სექ.'07 / 10:53
სივილ ჯორჯია

შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განუცხადა.

ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც 12 სექტემბერს გორის გამგებლისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავების სპეცოპერაციას პროტესტი მოჰყვა, მათ შორის გუბერნატორის მხრიდანაც. მიხეილ ქარელს, რომელიც გორის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას ძალით ცდილობდა, პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია.

შედეგად, ქარელმა გააკრიტიკა ხელისუფლების ”დემოკრატიულობა” და განაცხადა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს დღეებში განაცხადებდა. სავარაუდოდ, მას მხედველობაში ჰქონდა თანამდებობის დატოვება, თუმცა ხელისუფლებამ მას დაასწრო და გადააყენა.

”ჩვენი გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია შიდა ქართლის გუბერნატორის მოქმედებამ იქ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს,”- განაცხადა 12 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, ”იმის ნაცვლად, რომ მხარში დადგომოდა ის პოლიციის თანამშრომლებს და შესაბამისად თვითონაც გამოეხატა აღშფოთება კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ცდილობდა ხელი შეეშალა სამართლიანობის და კანონის აღსრულებისთვის, რაც ბუნებრივია რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა”. 

ნოღაიდელიშ თქმით, გუბერნატორის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული. ქარელის შემცვლელს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ დღეებში დაასახელებს.

მიხეილ ქარელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის უკანასკნელი მოკავშირე იყო, რომელიც ხელისუფლებაში თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებდა. ის სავარაუდოდ ორუაშვილის ახალ პარტიის ერთ-ერთი სახე გახდება. პარტიის პრეზენტაცია უახლოეს ხანებში იგეგმება.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11