Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზი დეპუტატი მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 სექ.'07 / 17:37

აფხაზეთის მიერ უსაფრთხოების დასაცავად ”მკაცრი ზომების” მიღება საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოულოდნელობა არ იქნება, განაცხადა 21 სექტემბერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ გუმბამ.

აფხაზეთის ლიდერის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში გუმბა აღნიშნავს, რომ ქართული ძალების მიერ ტყვარჩელში მესაზღვრეებზე განხორციელებული თავდასხმა, რის შედეგადაც ორი აფხაზი მებრძოლი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა და შვიდი დაკავებულია, არის შედეგი იმისა, რომ თბილისის ბოლო დროინდელი პროვოკაციები რეაგირების გარეშე დარჩა.

თბილისი აცხადებს, რომ აფხაზ დივერსანტთა ჯგუფი გაანადგურა ზემო კოდორის ხეობაში. თუმცა სოხუმის თქმით, ქართული შეიარაღებული ჯგუფი ტყვარჩელის რაიონში შეიჭრა და აფხაზ მესაზღვრეებს დაესხა თავს. 

”ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით,” - განაცხადა გუმბამ, ”განვითარებული მოვლენები არის საქართველოს მიერ ზემო კოდორის ხეობის ოკუპაციის შედეგი. ჩვენმა ზომიერმა, არააგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ საქართველოს მხრიდან მომავალი ტერორისტული მუქარა რეალურ საფრთხედ იქცა ჩვენი საზოგადოებისთვის”.

”საქართველოს მილიტარიზაციის პროცესი, შეიარაღებული ძალების და თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა ზოგიერთი დასავლური ქვეყნის დახმარებით ხორციელდება... ჩვენ არა ერთხელ გაგვიფრთხილებია, რომ საქართველოს სამხედრო დახმარება დაანგრევს რეგიონში სტაბილურობის სისტემას და შესაძლოა ახალ ომებამდეც მიგვიყვანოს,” - განაცხადა გუმბამ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ აფხაზეთი მკაცრ ზომებს მიიღებს საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28