Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთში მომხდარ შეტაკებას მწვავე რიტორიკა მოჰყვა
/ 22 სექ.'07 / 14:47
სივილ ჯორჯია

20 სექტემბერს აფხაზურ და ქართულ ძალებს შორის მომხდარმა შეტაკებამ თბილისსა და სოხუმში მწვავე რიტორიკა გამოიწვია, რამაც მოლაპარაკებათა პროცესის განახლების შესაძლებლობა კიდევ უფრო შეამცირა.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმი ”ადრე თუ გვიან” აღადგენს კონტროლს ზემო კოდორის ხეობაზე.

”მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არ მოისვენებს აფხაზეთი მანამ, სანამ არ გაათავისუფლებს კოდორის ხეობის ზემო ნაწილს,”- განაცხადა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას 21 სექტემბერს.   

შეტაკების შედეგად, რომელსაც თბილისის განცხადებით, კოდორის ხეობის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი, ორი აფხაზი მებრძოლი იქნა მოკლული, ორი დაიჭრა, ხოლო შვიდი  - ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. 

გამოსვლაში, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია ”რთული და შემაშფოთებელია”.

”ჩვენ ვცხოვრობთ აგრესორის გვერდით, რომელმაც არ იცის საუბარი. იცის მხოლოდ მზაკვრობებისა და პროვოკაციების კეთება,” - განაცხადა მან.

მან ასევე მოსთხოვა თბილისს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული აფხაზი სამხედროები.    

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმს აქვს ”ყველა ძალა და საშუალება, რომ იქ [კოდორის ხეობაში]ჩავატაროთ ნებისმიერი ოპერაცია.”

”თუმცა გვესმის, რომ ამას მოჰყვება მრავალმასშტაბური მოვლენები და ეს გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში,”- აღნიშნა შამბამ.  

ზოგიერთმა აფხაზმა პოლიტიკოსმა პრეტენზიები გამოთქვა იმის თაობაზე, რომ სოხუმს აქამდე საკმაოდ რბილი პოზიცია ეკავა ზემო კოდორის ხეობაში საქართველოს ქმედებებთან დაკავშირებით.

”ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით,” - განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ გუმბამ, ”განვითარებული მოვლენები არის საქართველოს მიერ ზემო კოდორის ხეობის ოკუპაციის შედეგი. ჩვენმა ზომიერმა, არააგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ საქართველოს მხრიდან მომავალი ტერორისტული მუქარა რეალურ საფრთხედ იქცა ჩვენი საზოგადოებისთვის”.

მწვავე რიტორიკა თბილისშიც გაისმა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო შინაგან საქმეთა სამინისტრო ზემო კოდორის ხეობაში  ”დივერსანტების და ტერორისტების” ჯგუფის მოგერიებისთვის და დაავალა სამართალდამცავ სტრუქტურებს ”კიდევ უფრო მწვავე პასუხი” გასცენ ანალოგიური ინციდენტების გამეორების შემთხვევაში.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა: ”საქართველო არ მოისვენებს, სანამ არ აღადგენს კონტროლს მთელ აფხაზეთზე”.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა სოხუმს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

”თუ მათ უნდათ ეს, უნდა დათანხმდნენ; თუ არა, კარგად უნდა დაიმახსოვრონ: საქართველო აფხაზეთს არასდროს დათმობს,” - განაცხადა გაბაშვილმა.

მოლაპარაკებები თბილისსა და სოხუმს შორის ერთ წელიწადზეა მეტია, რაც შეწყდა და მათი განახლება ამ ეტაპზე ნაკლებ სავარაუდოა.

სოხუმი დიალოგის აღსადგენად რამდენიმე წინაპირობას აყენებს, მათ შორისაა ქართული ძალების და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გაყვანა ზემო კოდორის ხეობიდან.

კოდორის ხეობის ზედა ნაწილი აფხაზეთში ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც თბილისი აკონტროლებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მას ზემო აფხაზეთს უწოდებს. თუმცა, ამ ტერიტორიას ტრადიციულად ზემო კოდორის ხეობად მოიხსენიებენ.

ეს ტერიტორია არასდროს ყოფილა სეპარატისტული სოხუმის კონტროლის ქვეშ, თუმცა, იქ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლებაც არ ვრცელდებოდა. წლების განმავლობაში მას ადგილობრივი ქართული შეიარაღებული ჯგუფები აკონტროლებდნენ.

თუმცა, სიტუაცია გასული წლის ზაფხულში შეიცვალა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფების განეიტრალების შედეგად ხეობაზე კონტროლი დაამყარა. ამ ფაქტმა სოხუმი სერიოზულად შეაშფოთა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33