Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია მკაცრ გაფრთხილებას იძლევა
/ 28 სექ.'07 / 13:40
სივილ ჯორჯია

სახელმწიფო ადექვატურ პასუხს გასცემს მათ, ვინ შეეცდება ქვეყანაში ცეცხლი დაანთოს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დავით კირკიტაძემ 28 სექტემბერს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე.  წინა დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებას მასობრივი აქციებისაკენ მოუწოდეს, რათა პროტესტი გამოეხატათ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების გამო.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მოუწოდა ოპოზიციას თავი შეიკავონ ”ძალადობრივი ქმედებებისგან”.

”გუშინ რამოდენიმეჯერ მოვისმინე ტერმინი ”დამხობა.” მინდა ყველა გავაფრთხილო, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და რამე ტიპის ძალადობისკენ არ წაუცდეს ხელი თორემ სახელმწიფოდ პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, იქნება უმკაცრესი, კანონის ფარგლებში, მაგრამ უმკაცრესი,”- აღნიშნა მან.

”საქართველოში ცეცხლი არ ანთია. ის ადამიანი, რომელიც შეეცდება ცეცხლი დაანთონ ქვეყანაში, მიიღებს ადექვატურ პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან,” - განაცხადა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ საღამოს  გამოძალვის, ფულის გათეთრების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოუწოდეს მოსახლეობას 28 სექტემბერს 14:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილიყვნენ.

ოქრუაშვილის ახლადშექმნილი პარტიის წევრები განსაკუთრებით მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ.  მათი თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა უნდა დატოვოს ხელისუფლება. ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი შეურთდებიან საპროტესტო აქციას. განსხვავებული პოზიცია დაიკავეს მხოლოდ ახალმა მემარჯვენეებმა, რომლებიც არ აპირებენ აქციაში მონაწილეობის მიღებას.

”რაღაცნაირად ახალი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყებად მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის დროშის ქვეშ დადგომა და ამით წინააღმდეგობის მოძრაობის წამოწყება არ კმარა,”  - განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.

ოქრუაშვილის დაპატიმრება დაგმეს ოპოზიციურმა პარტიებმა და მას ”პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდეს. ოქრუაშვილის დაპატიმრებას ორი დღით უსწრებდა მისი საჯარო ბრალდებები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. 

თუმცა, გიგა ბოკერიამ უარყო მოვლენების ამგვარი ინტერპრეტაცია და მათ არასწორი უწოდა.
”პოლიტიკურ განცხადებებს კი არ მოყვა დაპატიმრება, პირიქით, ლეგიტიმურ დაპატიმრებებს, კორუფციასთან ბრძოლას მოყვა პოლიტიკური განცხადებები და მცდელობა, რომ ვინმე პოლიტიკას ამოფარებოდა,” - განაცხადა მან.

ბოკერია გულისხმობდა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ქიტოშვილის დაპატიმრებას. ამ უკანასკნელის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ოქრუაშვილი გამოძალვაში მონაწილეობდა, გახდა ერთ-ერთი საფუძველი ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაპატიმრებისა.

ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრება კორუფციასთან ბრძოლის მტკიცე მაგალითია.

”გუშინდელი მოვლენების შემდეგ ყველა გაიგებს, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ყველა  ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამდებობის პირი, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა , მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში, იქნება დასჯილი, თუკი ჩაიდენს დანაშაულს, ბოროტად გამოიყენებს თანამდებობას და მოიპარავს ფულს,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველმა პარტიამ ასევე თხოვნით მიმართა პროკურატურას იმ ბრალდებების პარალელურად, რომელიც ოქრუაშვილს ოფიციალურად აქვს წაყენებული წაყენებული, გამოიძიოს იმ განცხადებების საფუძვლიანობა, რომელიც ოქრუაშვილმა პრეზიდენტისა და მისი გუნდის წინააღმდეგ გააკეთა.

”ჩვენ გვინდა, რომ გამოიკითხოს ბრალდებული ოქრუაშვილი, ასევე ის ადამიანები, ვინც დაკავებული არიან, რომ ხომ არ აქვთ მათ რაიმე ფაქტიური მასალა ან მათ თანაგუნდელებს და კონკრეტულად ხომ არ შეუძლიათ ისაუბრონ იმ ბრალდებებზე, რაზედაც ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში მათი მხრიდან იყო საუბარი,”- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9