Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია აპრილში არჩევნების ჩატარებას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ოქტ.'07 / 15:24
სივილ ჯორჯია

ოპოზიციის წარმომადგენლებმა 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ იწყებენ საყოველთაო სახალხო მოძრაობას, რათა დაარწმუნონ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის აპრილში გამართონ, როგორც ეს თავდაპირველად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე იგეგმებოდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ გაერთიანებულმა ათმა ოპოზიციურმა ჯგუფმა აღნიშნა ერთობლივ განცხადებაში, რომ სახალხო მოძრაობა თბილისში 2 ნოემბერს მასობრივი საპროტესტო აქციით დასრულდება. მანამდე კი, ოპოზიციის ლიდერები 6 ოქტომბრიდან რეგიონებში აპირებენ თავიანთი საპროტესტო კამპანიის დაწყებას.

”საქართველო პრეზიდენტი გარეშე”  - ახალი სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი დევიზი იქნება, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა გუნცაძემ დღეს ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ - ეს არის მოძრაობა, რომელიც შეაღწევს ყველა უბანში, ყველა სადარბაზოში, ყველა სოფელში, მოივლის მთელ საქართველოს და აქ თბილისში ერთ თვეში მოტრიალდება და მთელი საქართველო დადგება ფეხზე 2 ნოემბერს,”- განაცხადა გუნცაძემ. 

დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორებიდან დააზუსტა, რომ დევიზი ”საქართველო პრეზიდენტის გარეშე” გულისხმობს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას.

”საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა იყოს,” - განუცხადა კუკავამ Civil.Ge.-ს 2 ოქტომბერს.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მოწოდებები 2008 წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე არ ნიშნავს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

”რასაც ჩვენ ვითხოვთ არის ის, რომ აღდგეს ნორმალური საკონსტიტუციო პროცესი,” - განუცხადა მან Civil.Ge.-ს 2 ოქტომბერს.

გასული წლის დეკემბერში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად, 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბრის შუალედში ჩატარდება. არჩევნების ზუსტი თარიღი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს. ოპოზიციამ გააკრიტიკა ეს ცვლილება და მას ”არადემოკრატიული” უწოდა, რადგანაც ამ ცვლილების შედეგად პარლამენტის უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვით გახანგრძლივდა. თუმცა, ამასთან ერთად, ცვლილებებმა პრეზიდენტ სააკაშვილს მმართველობის ვადა ასევე რამდენიმე თვით შეუმცირა.

ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე მოითხოვეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება. ოქრუაშვილს ფულის გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. თინა ხიდაშელმა დააკონკრეტა, რომ ოპოზიცია ითხოვს ოქრუაშვილის გირაოთი გათავისუფლებას. ოქრუაშვილს, რომელიც 27 სექტემბერს დააკავეს, სასამართლომ უკვე მიუსაჯა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. 

წინააღმდეგობის კამპანიაში ცხრა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. ესენი არიან: კონსერვატორები, რესპუბლიკელები, ლეიბორისტული პარტია, საქართველოს გზა, პარტია თავისუფლება, ქართული დასი, ჩვენ თვითონ, ხალხის პარტია და ოქრუაშვილის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. ალიანსში ასევე შედის არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის ინსტიტუტი”, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა წარმოადგენს.

ოქრუაშვილის პარტიის წევრმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, რომ რეგიონებში კამპანიის დაწყებამდე, ოპოზიციის ლიდერები 3 ოქტომბერს თბილისში ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. მან ასევე განაცხადა, რომ 5 ოქტომბერს ვარდების მოედანზე გაიმართება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება, რომელიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარშემო არსებულ გარემოებებს ეხება.

გუნცაძემ ასევე განაცხადა, რომ კამპანია სტარტს გურჯაანიდან აიღებს. კახეთში ამჟამად რთველი მიმდინარეობს და გავრცელებული ინფორმაციით, გლეხები იქ საკმაოდ უკმაყოფილონი არიან წელს ყურძნის დაბალი ფასის გამო.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12